სანამ ამ დიეტის დაცვას დაიწყებთ, წინასწარ ორი განტვირთვის დღე უნდა მოაწყოთ.
განტვირთვის პირველი დღე:
საუზმე - ერთი ჭიქა ტომატის წვენი.
სადილი - ორი ჭიქა ტომატის წვენი და 50 გრ შავი პური.
ვახშამი - ერთი ჭიქა ტომატის წვენი.
განტვირთვის მეორე დღე:
საუზმე - ერთი ჭიქა რძე ან კეფირი.
სადილი - ერთი ჭიქა კეფირი და 50 გრ შავი პური.
ვახშამი - ერთი ჭიქა რძე ან კეფირი.
დიეტა კი ასეთია:
საუზმე - 100 გრ უცხიმო ხაჭო და ერთი ჭიქა თბილი რძე (1 ან 3%-იანი) ან კეფირი.
მეორე საუზმე - ფინჯანი ყავა (უშაქროდ) 1 ჩ.კ. თაფლით, 50 გრ შავი პური.
სადილი - 1 ს.კ. მოხარშული ბრინჯი, 200 გრ საქონლის ხორცის ბულიონი (უმარილო) და 150 გრ მოხარშული ხორცი.
სამხარი - ერთი ფორთოხალი ან ვაშლი. თუ ძალიან მოგშივდათ, შეგიძლიათ ორივე მიირთვათ.
ვახშამი - დაძინებამდე 2-3 საათით ადრე ერთი ჭიქა თბილი რძე ან კეფირი მიირთვით, შეგიძლიათ რძე 1 ჩ.კ. თაფლით დაატკბოთ.
ეს დიეტა შეგიძლიათ რამდენიმე დღე გაიმეოროთ, სანამ სასურველ შედეგს არ მიიღებთ.