იდეალური წონა - ეს არის წონა, რომელიც ოპტიმალურია თქვენი ჯანმრთელობისთვის.
თუკი მოგწონთ საკუთარი თავი იმ წონაში, რომელშიც იმყოფებით და თავს კარგად გრძნობთ, - ეს შესანიშნავია. სიგამხდრეზე მოდა თავისას შვრება და ადამიანებს ხშირად ეჭვი ეპარებათ, ნორმალურია თუ არა მათი წონა, თუნდაც ისინი კომფორტულად გრძნობდნენ ამა თუ იმ წონაში თავს...
ეს ცხრილი იდეალური წონის გამომთვლელი ონლაინ-კალკულატორებისგან განსხვავდება: ის შექმნილია პროფესიონალი მედიკოსების მიერ, რომლებმაც ზუსტად გამოთვალეს არა მხოლოდ სიმაღლესა და წონას შორის კავშირი, არამედ ისიც, რა მდგომარეობაში იმყოფება ადამიანის კუნთები, ტონუსში არიან თუ არა ისინი.
კუნთისა და ცხიმის სწორი შეხამების შემთხვევაში, ზედმეტი წონის პრობლემები არასოდეს შეგაწუხებთ, კუნთები ხომ აქტიურ მეტაბოლიზმს უწყობს ხელს.
ამიტომაც აუცილებლად დაკავდით სპორტით! არ ღირს მხოლოდ დიეტებზე დიდი იმედების დამყარება – საკვების მკაცრი შეზღუდვის შემთხვევაში დაკარგავთ საკმაო რაოდენობის კუნთოვან მასას, რაც შეაჩერებს მეტაბოლიზმს. ეს კი ცუდად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე და სულაც არ მოუხდება თქვენს სხეულს. მოშვებული სხეული შეუძლებელია მომხიბვლელი იყოს, ზედმეტი სიგამხდრე კი, როცა კუნთები არ ქმნიან გამოკვეთილ ფორმებს, საერთოდაც ულამაზოა.
წონასთან ჭკვიანური მიდგომით გარანტირებული გექნებათ მყარი ჯანმრთელობა და ლამაზი გარეგნობა.
ასევე იხილეთ:
დიეტა-პირამიდა – ექიმის რჩევით