უმშვენიერესი ფრანგი ქალბატონი ყოველთვის უნაკლოდ გამოიყურება. მისი თქმით, არასოდეს ჰქონია წონასთან დაკავშირებული განსაკუთრებული პრობლემები, ის ბუნებრივად თხელი აღნაგობისაა.
თუმცა პერიოდულად მომღერალს მაინც უწევს რომელიმე დიეტის დაცვა იმისათვის, რომ სულ ფორმაში იყოს. ვნახოთ, იქნებ, ღირს მისი რჩევების გაზიარება?
ყველა დიეტა, რომელსაც მომღერალი იცავს, იმდენად წონის დაკლებაზე არ არის ორიენტირებული (ან რა აქვს დასაკლები?), რამდენადაც ორგანიზმის გასაკაჟებლად. აი,
რა კვების რეჟიმს მიმართვას პერიოდულად პატრიცია კაასი:
ვარსკვლავი გაღვიძებსთანავე მიირთმევს გამოწურული თითო-თითო ლიმონის, ფორთოხლის, კივისა და მსხლის კოქტეილს. ხილის ასეთი კოქტეილი გმატებთ ენერგიას და ამასთან სასარგებლოა გულის მუშაობისთვის.
საუზმეზე მომღერლის რჩევით უნდა მიირთვათ ერთი პატარა ნაჭერი ხორბლის პური თაფლით და დალიოთ უცხიმო რძე.
სადილი შედგება ერთი ულუფა (დაახლოებით 150 გ) საქონლის მჭლე ხორცის ან გრილზე შემწვარი ქათმის თეთრი ხორცისგან. გარნირად ორთქლზე მოხარშული ბროკოლი და ყველი (30 გ-ს არ უნდა აჭარბებდეს) უხდება. შეგიძლიათ დალიოთ უგაზო მინერალური წყალი.
შუალედში მიირთვით ერთი გრეიპფრუტი ან ერთი ვაშლი.
ვახშმად პატრიცია მიირთმევს მოხარშულ ქათამს ან თევზს (150 გრამი), მოთუთქულ ბოსტნეულს, მწვანე სალათის ფურცლებს, დესერტად კი - ერთ ფინჯან უცხიმო იოგურტს.
და საერთოდაც, პატრიცია კაასის დიეტის მთავარი პრინციპია - ჭამე ოთხჯერ დღეში პატარ-პატარა ულუფებით და არავითარი ცხიმი საკვებში!
გარდა ამისა, მომღერალი გვირჩევს, ბევრი ვიძინოთ. მას უძილობა გასტროლებზე ყოფნისასაც არ შეუძლია და ცდილობს, რაც უნდა ხდებოდეს, ადრე დაიძინოთ.
არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ მომღერლის ფიგურაზე საუკეთესოდ მოქმედებს სცენაზე ორსაათიანი გამოსვლები, რომლის დროსაც დიდი რაოდენობით კალორიებს წვავს.
დაბოლოს, პატრიცია კაასის სილამაზის საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ის ჯანმრთელ ცხოვრებას ეწევა.
ჟურნალი "და ქალი"
სექტემბრის ნომერი