მოხდენილი სხეულის რეცეპტი, გაგიკვირდება და, ძალიან მარტივია: უბრალოდ უარი უნდა თქვა პურზე. გიჭირს? ეს მარტივზე მარტივია!
გთავაზობთ სენდვიჩის მომზადების 7 იდეას, რომელიც შენს ორგანიზმს სასარგებლო ვიტამინებითა და მიკროელემენტებით შეავსებს და ამასთან თეძოებიდან და მუცლიდან უსარგებლო ცხიმს მოგაშორებს. უარი თქვი ნახშირწყლებზე ჯანმრთელი საკვების სასარგებლოდ!
1. სალათის ფურცელში გახველი ორაგული
ეს საოცარი კერძი არა მხოლოდ ამდიდრებს ორგანიზმს საოცრად სასარგებლო ომეგა-3-თ, არამედ დიდი ხნით კლავს შიმშილის გრძნობას.
2. სენდვიჩი ბულგარული წიწაკისგან
ფუნთუშას როლს აქ წიწაკა ასრულებს. თუ გსურს, რომ არა მარტო გემრიელი, არამედ ნოყიერი სენდვიჩი გამოგივიდეს, იფანტაზიორი სხვადასხვა ინგრედიენტებით. ჩვენი ვარიანტია – ყველი, ისპანახი და ავოკადო.
3. დიეტური ფუნთუშა პალეო ტკბილი კარტოფილისგან
სულ უფრო პოპულარული ხდება დიეტა პალეო. მოკლედ გადმოგცემთ მის არსს – საკვებად უნდა გამოიყენოთ მხოლოდ ის პროდუქტები, რომლებითაც ჩვენი წინაპრები იკვებებოდნენ პალეოლითის ხანაში. ტკბილი კარტოფილი – სწორედ ერთ-ერთი ასეთი პროდუქტია.
4. სენდვიჩი გრილზე მომზადებული ბადრიჯნისგან
იმისათვის, რომ შესაბამისად შეაფასოთ ამ ბოსტნეულის სენდვიჩის გემო, შეწვით ბადრიჯანი გრილზე ორივე მხრიდან და გაუკეთე იმ ინგრედიენტების გულსართი, რომლებიც ყველაზე მეტად გიყვარს. მაგალითად, პომიდორი, ხოკო, ყავაყი და სალათის ფურცლები.
5. ბლინები ლავაშისგან
ლავაში შეიცავს ბევრ უჯრედისს და შეუცვლელ ცხიმოვან მჟავებს, მაგრამ არ შიეცავს გლიუტენს. ლავაშისგან შეგიძლიათ სხვადასხვა გულსართის ბლინები მოამზადოთ.
6. კიტრის ბუტერბოდი
ეს ერთი შეხედვით უჩვეულო კერძი შესაშნავად ანაყრებს და არა მხოლოდ ანაყრებს, არამედ წყურვილსაც კლავს. გაჭერი კიტრი შუაზე და გამოუღე გული, რომელსაც საყვარელი ინგრედიენტებით ამოავსებ.
7. პომიდვრის ჰამბურგერი
ამ კერძის მომზადების პრინციპი იგივეა, როგორც სენდვიჩის. შეარჩიე ნებისმიერი გულსართი, გაჭერი პიმიდორი შუაზე, გამოუღე ცოტაოდენი გული და ამოავსე სხვადასხვა გულსართით. პომიდვრის ნახევრები დაამაგრე კბილის ჩხირით.