ბალზაკის ასაკის ქალები წონას იმიტომ იმატებენ, რომ სწრაფად ჭამენ, - ასეთი დასკვნა გამოიტანა ოტაგოს (ახალი ზელანდია) უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა, როდესაც ორწლიანი დაკვირვების შედეგები შეაჯამა.
მკვლევართა ჯგუფმა ერთმანეთს შეადარა 1 500 ქალის მონაცემები ასაკის, მავნე ჩვევების, სპორტული მომზადებისა და მენოპაუზის შესახებ და დაასკვნა, რომ ჭამის ტემპი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სხეულის მასაზე.
რაც უფრო სწრაფად ჭამს ქალი, მით უფრო მეტად სუქდება. გამოკვლევის ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ ეს ნაყროვანების ჰორმონის გამომუშავებას უნდა უკავშირდებოდეს: როცა საკვებს ნელა ვღეჭავთ, ტვინი დანაყრებას მანამდე ასწრებს, ვიდრე ადამიანი ზედმეტ კალორიებს მიიღებდეს.
ლიკა კერატიშვილი
გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)