სახტუნაო ყველაზე მისაღები კარდიოტრენაჟორია, რომელსაც სათანადოდ არ აფასებენ. თუკი იგი ბოლოს ხელში სკოლაში, ფიზკულტურის გაკვეთილზე გეჭირათ, გირჩევთ შეიძინოთ ეს სასარგებლო ნივთი!
ჯერ ერთი, სახტუნაო არ იკავებს დიდ ადგილს; მეორეც, ხტუნვა ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ: სპორტულ დარბაზში, სტადიონზე და სახლში.
ხტუნვისგან დადებითი შედეგის მისაღებად გთავაზობთ სრულ სავარჯიშო კომპლექსს.
ვარჯიში სახტუნაოთი
1. 00.00-01.00
დადგით ფეხები მხრების სიგრძეზე, დაიჭირეთ სახტუნაოს ბოლოები ორივე ხელით. იხტუნეთ ერთ ადგილზე, მოხაზეთ სახტუნაოთი რვიანი: მარცხენა მხრიდან მარჯვენა თეძომდე და პირიქით.
2. 01.00-02.00
სათითაო ერთწუთიანი ხტუნვები წინ.
3. 02.00-02.30
მარჯვენა ფეხის ქუსლზე ძალდატანებით, დაატრიალეთ სახტუნაო 2-ჯერ მარჯვნივ. გაიმეორეთ იგივე მარცხენა მხარეს.
4. 02.30-03.30
წინ და უკან ხტუნვა 6-6-ჯერ.
5. 03.30-04.00
კვლავ ვხაზავთ რვიანს, როგორც პირველ პუნქტში.
6. 04.00-05.00
მორიგეობითი ხტუნვა მარცხნივ და მარჯვნივ. ფეხები შეატყუპეთ და გაიმეორეთ 6-6-ჯერ.
7. 05.00-05.30
გაიმეორეთ პუნქტი #3
8. 05.30-06.00
ორმაგი ხტუნვა: ეცადეთ თითო ნახტომში სახტუნაო 2-ჯერ დაატრიალოთ.
9. 06.00-06.30
გაიმეორეთ 8-იანის მონახაზი პირველი პუნქტიდან.
10. 06.30-07.00
მონაცვლეობით: შეტყუპებული ფეხებით და ფეხები მხრების სიგანეზე.
11. 07.00-09.00
სირბილი ადგილზე სახტუნაოს ბრუნვებით.
12. 09.00-10.00
დასასრულ, გაიმეორეთ პუნქტი #3.