აწეული, მრგვალი და მკვრივი უკანალი – არა მხოლოდ ქალის, არამედ მამაკაცის ოცნების საგანია, მათ ხომ ქალის სხეულის სწორედ ეს ნაწილი მიაჩნიათ ყველაზე მიმზიდველად!
შვებულებებისა და ბიკინის სეზონი ეს-ესაა დაიწყება... იმისათვის, რომ სიამოვნებით ატაროთ საცურაო კოსტიუმი და იამაყოთ საკუთარი სხეულით, დროა, შეუდგეთ საქმეს!
ეფექტური ვარჯიშები უკანალისთვის
მთელი კომპლექსისთვის 6 წუთზე მეტი არ დაგჭირდებათ, რადგან თითოეული ვარჯიშისთვის მხოლოდ ერთი წუთი გჭირდებათ.
1. ჩაჯდომები
დადგით ფეხები მხრების სიგანეზე, წინ გაშალეთ ხელები. წარმოიდგინეთ, რომ წარმოსახვით სკამზე ჯდებით. მუხლების მოხრის კუთხე 90 გრადუსს უნდა შეადგენდეს. ჩაჯექით და დაჰყავით ამ პოზაში 3 წამი. ადექით და გაიმეორეთ ვარჯიში ერთი წუთის განმავლობაში.
2. ფეხის უკან გაქნევა
ხელებით მიეყრდენით კედელს ან სკამს და სათითაოდ გაიქნიეთ უკან ფეხი. ზურგი გეჭიროთ სწორად, ფეხის წვერი დაჭიმული.
3. "მაკრატელი"
საწყისი მდგომარეობა – მუცელზე დაწოლილი. ასწიეთ ფეხები იატაკიდან და გადააჯვარედინეთ.
4. ფეხის აქნევა უკან
დადექით ოთხზე და ინტენსიურ ტემპში ასწიეთ სწორკუთხად მოხრილი ფეხი მაღლა. შეასრულეთ ერთი ფეხისთვის ვარჯიში 30 წამის განმავლობაში. დარჩენილი 30 წამი მეორე ფეხით შეასრულეთ იგივე მოძრაობები.
5. "ხიდი"
დაწექით ზურგზე. ხელები გაასწორეთ სხეულის გასწვრივ. ფეხები მოხარეთ მუხლებში. აიწიეთ უკანალით ისე, რომ რაც შეიძლება ძლიერად დაჭიმოთ დუნდულების კუნთები.
6. ცალი ფეხით ჩაჯდომა წინ
საწყისი მდგომარეობა: ფეხები მხრების სიგანეზე, ხელები დოინჯშემორტყმული. შეასრულეთ ღრმა ჩაჯდომა თითოეულ ფეხზე.