სოციალურ ქსელებში რომ შეიხედოთ, თითქმის ყველას უდევს სპორტდარბაზში გადაღებული ფოტო. თუმცა, საინტერესოა, ზოდიაქოს რომელ ნიშნებს უყვართ ნამდვილად ვარჯიში და რომელი დადის სპორტდარბაზში ფოტოების გადასაღებად.
ვერძი
მთავარია, გადაწყვიტოს, რომ უნდა ივარჯიშოს, თორემ, საქმეებს მოიმიზეზებს, საქმეები კი მას არ ელევა. ასე, რომ სპორტდარბაზში რომ მივიდეს, მაინც საქმეებზე იფიქრებს და ილაპარაკებს.{{ArticleSplitCont}}
კურო
სრული აღჭურვილობა, ცილოვანი კოქტეილი, მოდური სპორტულები, ჰანტელები, შტანგა... თან აქვს ყველაფერი, რაც შეიძლება დასჭირდეს ან არ დასჭირდეს. ვარჯიშობს ჯიუტად და საფუძვლიანად.{{ArticleSplitCont}}
ტყუპი
ჯერ ვერ გადაუწყვეტია რომელ სპორტს მიანიჭოს უპირატესობა. ასე, რომ თუ დღეს ლოტოსის პოზაში ზის, ხვალ მოკრივეს ხელთათმანებს ჩაიცვამს, ზეგ - ტანვარჯიშზე ჩაეწერება.{{ArticleSplitCont}}
კირჩხიბი
გამოიკვლევს, რომელი სპორტი რისთვისაა სასარგებლო. აკურატულად გაემართება სიტუაციის დასაზვერად. ჩამოწერს უარყოფით და და დადებით მხარეებს. მერე დაასკვნის, რომ ვარჯიშს შინაც შეძლებს და აღჭურვილობა მეგობრებს დაურიგებს.{{ArticleSplitCont}}
ლომი
ის, თუ როგორ ვარჯიშობს, იცის ყველამ, მეგობრებმაც, ოჯახის წევრებმაც და მეზობლებმაც. ლომი ყოველ პოზაში სელფს იღებს. მის სოციალურ გვერდზე სპორტდარბაზში გადაღებული სურათები კინოკადრებით ცვლის ერთმანეთს.{{ArticleSplitCont}}
ქალწული
ეშინია ბებერი და მოფამფალებული არ გახდეს. ამიტომ, დილიდანვე დარბის. თან აქვს სასარგებლო მინერალებით მდიდარი წყალი. სირბილის დროსაც კი საქმეებსა და ვალდებულებებზე ფიქრობს.{{ArticleSplitCont}}
სასწორი
ისე გამოიყურება თითქოს სპორტდარბაზში მოდურ წვეულებას მართავენ. ვარჯიშობს ელეგანტურად და თუ ვინმე ფოტოს გადაღებას დაუპირებს, ჯერ სარკეში ჩაიხედავს, რათა დარწმუნდეს, რომ იდეალურად გამოიყურება.{{ArticleSplitCont}}
მორიელი
სპორტდარბაზში ავარჯიშებს სხეულის იმ ნაწილებს, რომლის გამოკვეთაც სურს. პარალელურად ათვალიერებს სექსუალურად საინტერესო ობიექტებს. თუ საკუთარი სხეულით კმაყოფილია, სავარჯიშოდ შეუძლია მივიდეს ულტრა მინი შორტითა და დეკოლტით.{{ArticleSplitCont}}
მშვილდოსანი
უნიკალური ადამიანია. თუ სპორტდარბაზში ვერ ახერხებს წასვლას, შინ ვიდეოგაკვეთილების თანხლებით ივარჯიშებს. და ვერაფერი მოაცდენს. მისგან საუკეთესო ფიტნეს-ინსტრუქტორი დადგება. თავადაც გულისწასვლამდე ვარჯიშობს და სხვასაც ფეხების გაფშეკამდე ავარჯიშებს.{{ArticleSplitCont}}
თხის რქა
ნამდვილად ვარჯიშობს, - სირბილი, წოლჭიმი, ველოსიპედი, ყველაფერს ისე აკეთებს, როგორც მწვრთნელმა დაუდგინა. მას ვერ შეაშინებს ვერც სირთულე, ვერც ნაბახუსევი, ვერც ცუდი ამინდი და მოწყენილობა.{{ArticleSplitCont}}
მერწყული
შეიძლება არ ივარჯიშოს ისე, როგორც საჭიროა, აკეთოს ის, რაც მოეხასიათება, მაგრამ ყველას მოუყვება, რომ იდეალური ინსტრუქტორი ჰყავს, კეთილმოწყობილ დარბაზში ვარჯიშობს, ან სუფთა აუზში ცურავს. ფაქტებს ფოტოებით დაადასტურებს.{{ArticleSplitCont}}
თევზები
მოძებნით იქ, სადაც ბევრს ლაპარაკობენ, მისთვის სპორტი კი არა იოგა და პილატესია ზედგამოჭრილი. თუ მიზნად დაისახა, რომ წონაში უნდა დაიკლოს, ამინდი და უხასიათობა ვერ შეაჩერებს. თხის რქასავით მიზანმიმართული გახდება, მაგრამ სპორტულებს აუცილებლად ნახატიანს შეარჩევს.