ფიტნესკლუბის ქსელმა ახალი პროგრამა აამუშავა.
კომპანია David Lloyd gyms-მა, რომელსაც მთელ მსოფლიოში აქვს ფილიალები, ახალი მიმართულება გახსნა: 45 წუთი თქვენ უბრალოდ გძინავთ, სასიამოვნო რელაქს-მუსიკის ფონზე.
ვარჯიშიც ამაში მდგომარეობს. ტექნიკურად ჩვენ ძილის დროს კალორიებს ვწვავთ, დაბალ ტემპერატურაზე, რომელიც დარბაზშია შენარჩუნებული, უფრო მეტი კალორია იწვება, ვიდრე ჩვეულებრივი ძილის შემთხვევაში.
"ადამიანები არ აფასებენ ძილის მნიშვნელობას" - ამბობს კლუბის ქსელი. ეს პროგრამა სერიოზული აკადემიური კვლევების შემდეგ შემუშავდა. კვლევებმა აჩვენა, რომ ოფისში მომუშავე ადამიანები კვირაში საშუალოდ 40 სთ-ს მუშაობენ. ამიტომ გაცილებით მნიშვნელოვანია, დროულად მოდუნდე, ვიდრე კიდევ უფრო მეტად დაიძაბო.
არავითარი გამამხნევებელი მუსიკა და ვარჯიში. თქვენ გძინავთ გრილ დარბაზში, სადაც ჯანმრთელი ჰაერია.
იხილეთ ასევე: ყველაზე კომფორტული დიეტა - იძინეთ და გახდით!