ყველაზე მარტივი და ეფექტიანი ვარჯიშის გაკეთებას გთავაზობთ, რომელიც არ მოითხოვს ფიზიკურ დატვირთვას. ამასთანავე, საოცრად სასარგებლოა.
გაფრთხილდით, თუ გაქვთ ზურგის ტრავმა, ფეხების აწევას არ გირჩევთ.
შესრულება:
დაიდეთ წელის ქვეშ ბალიში ან ოთხად მოკეცილი პირსახოცი, რომ მოხერხებულად დაწვეთ.
ფეხები მაღლა ასწიეთ, უმჯობესია, კედელს მიადგათ და მოადუნეთ.
საკმარისია, ამ პოზაში გაჩერდეთ 15-20 წუთი, რომ იგრძნოთ სიმშვიდე, ბალანსი. სისხლის მიმოქცევა მკერდსა და თავში.
ფეხების აწევის 5 ძირითადი მიზეზი:
1. მცირდება ფეხების შეშუპება.
2. მოიხსნით დაღლილი ფეხების სინდრომს.
3. უმჯობესდება საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობა.
4. მშვიდდება ნერვული სისტემა.
5. 20 წუთის შემდეგ ფიზიკურ სიმსუბუქესა და ფსიქოლოგიურ სიმშვიდეს გრძნობთ. გონება ჰარმონიას იძენს.