ნებისმიერი ქალის ოცნებაა, ჰქონდეს ლამაზი, მოხდენილი ფეხები და უხდებოდეს მჭიდრო ჯინსი ან სხვა შარვალი.
გთავაზობთ 3 მარტივ ვარჯიშს, რომელიც დაგეხმარებათ, ძალიან სწრაფად დაითხელოთ ფეხები და თეძოები. მათი შესრულება უმჯობესია დილაობით. საუკეთესოა კვირაში სამჯერ. შედეგად, 6 კვირაში ყველას გააოცებთ!
ხოლო თუკი ამ ვარჯიშებს დაუმატებთ კვირაში 5 დღე 30-წუთიან სეირნობას ჰაერზე, მთელ სხეულს მოიყვანთ ტონუსში.
მაშ ასე:
დაწექით მარცხენა გვერდზე, დაეყრდენით მარცხენა ხელის იდაყვს. დადეთ მარცხენა ფეხი იატაკზე მარჯვენას პერპენდიკულარულად.
ასწიეთ მარჯვენა ფეხი და დააბრუნეთ საწყის მდგომარეობაში. გაიმეორეთ 10-ჯერ თითოეული ფეხისთვის.
მნიშვნელოვანია, რომ ვარჯიში რაც შეიძლება ნელა შეასრულოთ, გააჩეროთ ფეხი მაღლა მინიმუმ 1 წამი მაინც. რაც უფრო ნელა ამოძრავებთ ფეხებს, მით სწრაფად მიაღწევთ სასურველ ეფექტს.
დადექით მარცხენა ფეხის მუხლზე. წვივი უკან უნდა იყოს მიმართული. დაეხმარეთ საკუთარ თავს, დაეყრდნოთ მარცხენა ხელს. მარცხენა ხელისგული მხრის სწორად უნდა გქონდეთ. ყველა თითი უნდა ეხებოდეს იატაკს.
ასწიეთ მარჯვენა ფეხი ისე, რომ იატაკის პარალელურად აღმოჩნდეს. გააკეთეთ ნელი, წრიული მოძრაობები. თითოეულ მხარეს 6-6-ჯერ.
გაიმეორეთ იგივე მარცხენა ფეხითაც.
თუკი წინა ორი ვარჯიში სწორად და ზედმიწევნით შეასრულეთ, ფეხები და წელი ძალიან დაგეღლებოდათ. იმისათვის, რომ ყველანაირი გართულება აიცილოთ თავიდან, შეასრულეთ ეს მოძრაობა ყოველი ვარჯიშის ბოლოს.
დადექით ფეხზე, გადააჯვარედინეთ ფეხები ისე, რომ მარჯვენა ფეხი წინ მოხვდეს. ასწიეთ მაღლა მარჯვენა ხელი, ჩაისუნთქეთ ღრმად და ნელ-ნელა გადაიხარეთ მარცხნივ ისე, რომ თეძოებში დაჭიმულობა იგრძნოთ. დაყოვნდით ამ მდგომარეობაში 30 წამით. შემდეგ იგივე გაიმეორეთ სხეულის მარცხენა მხარეს.