კუნძული ოკინავა მართლაც გამოირჩევა თავისი მცხოვრებლებით. პირველად მან ყურადღება 1979 წელს მიიქცია, როდესაც გინესების ინსტიტუტის ადმინისტრაციამ კუნძულზე ჟურნალისტი მიავლინა, რათა მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმულ ადამიანთან, იზუმუსთან, ინტერვიუ ჩაეწერა.
ეს ადამიანი, რომელიც უკვე 115 წლის იყო, ძალიან ახალგაზრდულად და ენერგიულად გამოიყურებოდა. მისი მეზობლებიც არ უჩიოდნენ ჯანმრთელობას. აღმოჩნდა, რომ ამ კუნძულზე 40-ჯერ მეტი ას წელს გადაცილებული ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე მთელ იაპონიაში.
ქალების საშუალო ასაკი 90 წელი იყო. არც ერთ მათგანს ზედმეტი კილოგრამიც კი არ ჰქონდა. არ გეგონოთ, რომ შიმშილობენ, თუმცა არც ბევრს ჭამენ. მათზე გავლენას ახდენდა განსაკუთრებული დამოკიდებულება საკვებისადმი და სასმელი წყალი, რომელიც ორგანიზმისთვის ყველა საჭირო მიკროელემენტს და დიდი რაოდენობით კალცს შეიცავდა.
კუნძულის მცხოვრებლები თვლიან, რომ საჭმლის ყოველი მიღება წამალივით უნდა იყოს. მათ ყოველდღიურ რაციონში შედის: თევზი, ბოსტნეული, წყალმცენარეები და სოიო. ეს ყველაფერი გაჯერებულია კალცით. საჭმელს აუცილებლად უმატებენ სუნელებს. არ ჭამენ მლაშეს, თუმცა უმეტესი კერძები მწარეა.
თეთრი ბრინჯი შეიცავს სუფთა ნახშირწყლებს, ამიტომ ამ კუნძულის მცხოვრებლები მხოლოდ ველურ ბრინჯს მიირთმევენ, რომელიც ნახშირწყლების მთელ ჯაჭვს შეიცვს, გარდა ამისა, ვიტამინებს და მინერლებს. მას აქვს სამკურნალო თვისებებიც.
მცენარეული დანამატები, რომლებიც ასე უყვართ კუნძულზე, ხელს უშლის გულის დაავადებების წარმოქმნას და დიაბეტის განვითარებას.
ოკინავას მცხოვრებლები არ იღებენ არანაირ ცხოველურ ცხიმს. მხოლოდ მცენარეულ ცხიმს და თევზის ქონს მიირთმევენ.
ამ უნიკალურ კუნძულზე მცხოვრებლების კვების ძირითადი რაციონი:
*წყალი აუცილებლად სუფთა და კალცით გაჯერებული უნდა იყოს. ასეთი წყალი წიდებისგან ათავისუფლებს ორგანიზმს. ეს კი ძალიან დადებით გავლენას ახდენს ორგანიზმზე და კანზე. მათი საყვრელი სასმელია ჩაი. მისი არჩევის დროს, გემოსთან ერთად აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება, მის ფერსა და სუნს.
უმჯობესია მწვანე ჩაი მიირთვათ, განსკუთრებით ჟასმინის. ოკინავას მცხოვრებლების რჩევაა, ჩაისთვის იქონიოთ დრაკონის გამოსახულებიანი ფიალები. ისინი სიხრულის და ბედნიერების მომტანია, რადგან მათთვის დრაკონი სიბრძნის და დიდხანს სიცოცხლის სიმბოლოა.
* პურსა და ცომეულს მიირთმევენ მხოლოდ დაცეხვილი ხორბლისგან დამზადებულს. იღებენ დიდი რაოდენობით ბრინჯს.
* უპირტესობას ანიჭებენ ბოსტნეულს, რადგნ მასში მეტი ფრუქტოზა შედის, ვიდრე ხილში. ისინი ამცირებენ ქოლესტერინის რაოდენობას ორგანიზმში. უმეტესად იღებენ კომბოსტოს, სტაფილოსა და სოიოს, ძალიან ბევრ ხახვსა და ნიორს. ბოსტნეული თავის მხრივ წარმოდგენს ძლიერ ანტიოქსიდანტს.
* ხორცს კვირაში არაუმეტეს 700 გრამს იღებენ. თან უნდა გაითვალისწინოთ, რომ თუ კვერცხი გიყვართ, ერთი ცალი 100 გრამ ხორცს უდრის.
კუნძულის მცხოვრებლებს მიაჩნიათ, რომ თუ ყველა დაიცვს მათთნაირ ცხოვრების წესს, მაშინ შეძლებენ, სიცოცხლის გახანგრძლივებას და ახალგაზრდობის შენარჩუნებას.
ჟურნალი "და ქალი"
სექტემბრის ნომერი