სურდოს წინააღმდეგ საბრძოლველად უამრავი ხალხური მეთოდი არსებობს, მათ შორის ყველაზე მარტივია ვაშლისა და თაფლის ნაყენი.
როგორც კი სურდოს პირველ ნიშნებს შეამჩნევთ, ერთ ჭიქა ადუღებულ წყალში გახსენით ორი სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი და ორი სუფრის კოვზი თაფლი. დალიეთ ცხელი. ღამით, ძილის წინ კვლავ მოამზადეთ იგივე ნაყენი და ასევე ცხელი მიირთვით.
სხვათა შორის, დღეში რამდენიმე ვაშლის ჭამა კარგი პროფილაქტიკური საშუალებაა ვირუსული ინფექციების წინააღმდეგ.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)