მიჩნეულია, რომ ბადრიჯანი მთელ მსოფლიოში ყველაზე მეტად ევროპის სამხრეთისა და აღმოსავლეთის მოსახლეობას უყვარს.
მასში მენდელეევის თითქმის მთელი ცხრილია გაერთიანებული - კალციუმიდან თუთიამდე. ბადრიჯანში შემავალ ბალასტურ ნივთიერებებს ნებისმიერ წამალზე უკეთ გამოჰყავთ ორგანიზმიდან ქოლესტერინი.
ამიტომაც ბადრიჯანი საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა ათეროსკლეროზის, გულის იშემიური და სხვა დაავადებების წინააღმდეგ, რომელთა განვითარების მიზეზი ხშირად ჭარბი ქოლესტერინია.
აღმოსავლეთში ბადრიჯანს "დღეგრძელობის ნაყოფს" უწოდებენ - მისი უჯრედისი ასტიმულირებს ნაწლავების მუშაობას, აფერხებს ჩირქოვანი პროცესების განვითარებას.
მასში დიდი რაოდენობითაა რკინა, რომელიც ხელს უწყობს სისხლის წარმოქმნას, ასე რომ, ის სასარგებლოა სისხლის ნაკლებობისა და ფეხმძიმობის დროს.
კალიუმი აწესრიგებს გულის მუშაობას, წყალ-მარილოვან ცვლას, ხელს უწყობს ორგანიზმში მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის შენარჩუნებას. ბადრიჯანი ასევე შეიცავს პექტონურ ნივთიერებებს, რომლებსაც ბაქტერიციდული თვისებები აქვს.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)