კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდები და რა მინუსები აქვს თითოეულს

კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდები და რა მინუსები აქვს თითოეულს
კონტრაცეფციის რა მეთოდები არსებობს, რა უარყოფითი და დადებითი მხარე აქვს მათ გამოყენებას და როგორ უნდა აირჩიოს წყვილმა კონტრაცეფციის საშუალებები - ამ თემებზე გინეკოლოგი ლელა რუხაძე გვესაუბრება.
- ამჟამად არსებული კონტრაცეფციული საშუალებები იყოფა შემდეგ ჯგუფებად: ჰორმონალური კონტრაცეფცია - მას მიეკუთვნება კომბინირებული და ორალური საინიექციო კონტრაცეფცია, პროგესტინული საინიექციო საშუალება და იმპლანტი. ასევე, კონტრაცეფციულ საშუალებებს მიეკუთვნება საშვილოსნოსშიდა საშუალებები, ნებაყოფლობითი ქირურგიული სტერილიზაცია, ლაქტაციური ამენორეის მეთოდი, ბარიერული მეთოდი, სპერმაციდები; ასევე თავდაცვის საშუალებას მიეკუთვნება ბუნებრივი მეთოდები - კალენდარული
მეთოდი, ბაზალური ტემპერატურის მეთოდი, შეწყვეტილი სქესობრივი აქტი და სხვა.

კონტრაცეპტივების გამოყენებისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ კონტრაცეფციული უსაფრთხოება, გვერდითი მოვლენები, არაკონტრაცეფციული უპირატესობანი და ნაკლოვანებანი, ფერტილობის, ანუ შვილოსნობის აღდგენის შესაძლებლობა.

- როგორ უნდა აირჩიოს წყვილმა კონტრაცეფციის მეთოდები? რა უნდა გაითვალისწინონ ამ დროს?

- იმისდა მიხედვით, თუ როგორია პაციენტის ზოგადი მდგომარეობა, რა სიტუაციაში იმყოფება, აქვს თუ არა სიმსივნური დაავადება, ღვიძლის ან თირკმლის პათოლოგია, სისხლის დაავადებები, დიაბეტი ან სხვა რაიმე სომატური დაავადება, კონტრაცეფციის ესა თუ ის მეთოდი სწორედ ამის მიხედვით, მკურნალ ექიმთან შეთანხმებით უნდა შეირჩეს.

უნდა შეფასდეს კონტრაცეპტივით მიღებული სარგებელი და რისკები.
ყველა წყვილი უნდა აცნობიერებდეს, რომ ხელოვნური აბორტი არ მიეკუთვნება კონტრაცეფციის მეთოდს, ის არც საიმედო და უსაფრთხოა. კარგად შერჩეული კონტრაცეფცია თავიდან აგვაცილებს ხელოვნური აბორტებით გამოწვეულ გართულებებს.

- რა დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს თითოეულ მათგანს?

- მოკლედ გავნიხილოთ თითოეული მათგანი. თითქმის ყველა ჰორმონალური კონტრაცეფციის მოქმედების მექანიზმი შემდეგში მდგომარეობს: ისინი თრგუნავენ ოვულაციას, იწვევენ ცერვიკალური არხის ლორწოს გასქელებას, რის შედეგადაც გაძნელებულია სპერმატოზოიდების შეღწევა ლორწოში. ასევე, იწვევენ ენდომეტრიუმის, ანუ საშვილოსნოსშიდა გარსის ატროფიულ ცვლილებებს, რის შედეგადაც გაძნელებულია იმპლანტაცია, ანუ ჩანერგვა. ჰორმონალური კონტრაცეპტივები ამცირებენ სპერმატოზოიდების მოძრაობის უნარს ზედა სასქესო გზებში.

უპირატესობა

ჰორმონალური კონტრაცეპტივების უპირატესობა შემდეგში მდგომარეობს: მას გააჩნია მაღალი ეფექტურობა, დაუყოვნებლივი ეფექტი, შექცევადობა (მისი გამოყენების შეწყვეტისთანავე ხდება შვილოსნობის აღდგენა), არ არის დაკავშირებული სქესობრივ აქტთან, ამცირებს მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადების რისკს, ამცირებს საკვერცხეების ფუნქციური კისტების განვითარების რისკს, ასევე, გამოიყენება ციკლის არევის, აკნეს სამკურნალოდ.

უარყოფითი მხარე კი ის გახლავთ, რომ ჰორმონალური კონტრაცეპტივები ვერ იცავს ორგანიზმს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან. მისი გვერდითი მოვლენებია გულისრევა, პირღებინება, თავბრუსხვევა, ციკლის შეწყვეტა, მაღალი არტერიული წნევა, სისხლიანი გამონადენი, ტკივილი გულმკერდის არეში, თავის ტკივილი, მხედველობის დაქვეითება, სიყვითლე, დეპრესია - ამ ჩივილების არსებობის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს და შეარჩიოთ თქვენთვის ყველაზე უსაფრთხო თავდაცვის საშუალება. 

იხილეთ სტატია სრულად
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 3 /
გოგა
ყველა იმ პირმა შეინანოს ვინც ამაში მონაწილეობა მიიღოო
11:52 / 01-02-2019
გამოხმაურება / 0 /
გოგაა
კონტრაცეფციააა და აბორტიი ეს ნებისმიერ დროს მუგებელიაა რადგან ეს ცოცხალი ნაყოფის მოკვლააა ამიტომ ვინც ამაში მონაწილეობა მიიგოო უმალვეე უნდა შეეიინანოსს და აღსარებით ეკლესიაში მოინანიოს
11:52 / 01-02-2019
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
e87a93