ხვრინვის საწინააღმდეგო უამრავი საშუალება არსებობს, თუმცა, უმჯობესია, ნატურალური მეთოდები გამოიყენოთ, რადგან მათ ორგანიზმი დადებითად აღიქვამს.
გთავაზობთ სასმლის მარტივ რეცეპტს, რომელიც ეფექტურია ხვრინვასთან ბრძოლაში. მისი მომზადება ძალიან ადვილია. უმჯობესია, გამოიყენოთ წვენსაწური ან ბლენდერი.
ინგრედიენტები (1 ულუფისთვის)
• 2 ვაშლი
• 2 სტაფილი
• ¼ ლიმონი
• 2 სმ ჯანჯაფილის ჩხირი
უბრალოდ შეურიეთ ინგრედიენტები წვენსაწურ მანქანაში და გამოწურეთ წვენი!
გთავაზობთ რამდენიმე დამატებით რჩევას, როგორ გათავისუფლდეთ ხვრინვისგან:
ნაკლებად მოიხმარეთ ალკოჰოლი, რადგან ის ცუდად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე.
თუ ეწევით, ეცადეთ თავი დააანებოთ. მოწევა აზიანებს ფილტვებს და სუნთქვას ართულებს.
მიაქციეთ ყურადღება წონას. ჭარბწონიანობა - ხვრინვის ერთ-ერთი მიზეზია.
დაიცავით ძილის მკაცრი რეჟიმი. დაწექით და ადექით ერთსა და იმავე დროს.
მიაქციეთ ყურადღება კვებას:
• მიირთვით ნაკლები შოკოლადი
• ნაკლები შემწვარი პროდუქტი
• მიირთვით მეტი ხილი და ბოსტნეული
• ერიდეთ ნახევარფაბრიკატებს
• მიირთვით ნაკლები შაქარი და სახამებელი