რამდენიმე მითი საშვილოსნოს მიომის შესახებ
მითი 1. საშვილოსნოს მიომა შეიძლება გადაგვარდეს ავთვისებიან სიმსივნედ!
ფაქტი: მიომა კეთილთვისებიანი სიმსივნეა. ამასთან, ერთადერთი სიმსივნე, რომელმაც შესაძლოა უკუგანვითარებაც კი განიცადოს. ხშირად მენოპაუზის შემდეგ ის ზომებში საგრძნობლად იკლებს, ზოგჯერ სრულ გაქრობამდეც კი!
მითი 2. მიომა მხოლოდ ახალგაზრდა ქალბატონებში გვხვდება და კლიმაქსის შემდეგ თავისთავად ქრება!
ფაქტი: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საშვილოსნოს მიომა 35-დან 50 წლამდე ასაკის ქალბატონთა 50 %-ს აღენიშნება. ეს პათოლოგია გვხვდება როგორც ახალგაზრდებში, ასევე იმ ქალბატონებში, რომლებსაც მენოპაუზა აქვთ. ყველაზე ხშირად მიომა 35 წელს გადაცილებული ქალბატონების პრობლემაა. მენოპაუზიდან რამდენიმე წლის შემდეგ მიომა შესაძლოა "გახმეს", თუმცა ეს ყოველთვის ასე არ ხდება! გაგრძელება