აშშ-ის ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტების მეცნიერების კვლევის მიხედვით დადგინდა, რა ხდება ტვინში ცხოვრების არასწორი წესის შემთხვევაში.
კერძოდ, სიმსუქნის დროს იცვლება ტვინის დოფამინის, მოტივაციაზე პასუხისმგებელი რეცეპტორები. ადამიანი ვეღარ აიძულებს თავს, დაკავდეს სპორტით და განაგრძობს წონის მატებას. ამ მანკიერი წრის დარღვევა მარტივი არ არის.
სპეციალისტებმა კვლევა ჩაატარეს თაგვებზე. საცდელი ცხოველები, რომლებსაც ცხიმების მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებით კვებავდნენ, 50%-ით ნაკლებს მოძრაობდნენ იმ მღრღნელებთან შედარებით, რომლებიც სწორად იკვებებოდნენ. გაგრძელება