მწერები უამრავი მიკრობის გადამტანები არიან და სერიოზული პრობლემების გამოწვევა შეუძლიათ ჯანამრთელობასთან დაკავშირებით - ამბობენ სპეციალისტები.
ექსპერტები აცხადებენ, რომ თითო ბუზს საშუალოდ 200 სახეობის მავნებელი ბაქტერიის გადატანა შეუძლია. მეტიც, ბუზები ხშირად გაფუჭებულ პროდუქტებსა და ნაგავზე სხდებიან.
მიკრობები მწერების საცეცებსა და ფეხებზე ცხოვრობენ. ამიტომაც, როგორც კი ბუზი ჯდება საჭმელზე, მას შეუძლია გადმოგდოთ მიკრობი საკვების მეშვეობით.
ენტომოლოგი რონ ჰარისონი ამბობს:
"საკმარისია მწერი შეეხოს წამით თქვენს საჭმელს, რომ მიკრობები უკე თქვენზეა გადმოსული და რადგან ბუზებს შეუძლიათ გადაიტანონ სერიოზული, გადამდები დაავადებები, ისეთები, როგორებიც არის ქოლერა, დიზინტერია და მუცლის ტიფი, უმჯობესია, თუკი არ მიირთმევთ იმ პროდუქტს, რომელზეც ბუზი თუნდაც წამით დაჯდა".
შესაძლოა, გსმენიათ, რომ როდესაც მწერი საჭმელზე ჯდება, ის მას ჭამს, მაგრამ ეს სინამდვილეში ასე არ არის.
მწერებს არ შეუძლიათ ღეჭვა, ისინი ამ დროს საკვებზე სპეციალურ საკვებ ფერმენტებს აფრქვევენ.
ამიტომაც, როგორც კი დაინახავთ, რომ ბუზი დააჯდა თქვენს საჭმელს - ან მოაჭერით ის ადგილი, რომელზეც მწერი დაჯდა, ან უბრალოდ გადააგდეთ მთლიანად.