ძილის ექსპერტი გაი მედოუსი გვირჩევს როგორ გავიუმჯობესოთ ძილი.
გახსოვდეთ, უძილობა დამღუპველია ქალის ჯანმრთელობისა და გარეგნობისთვის.
1. მოაშორეთ ტელეფონი
დაძინებამდე 30-45 წუთით ადრე გამორთეთ ტაბი, ნოუთბუკი. ანთებული ეკრანი აფხიზლებს ტვინს.
2. რეჟიმი
ეცადეთ, ერთსა და იმავე დროს დაწვეთ დასაძინებლად. დასვენების დღეებშიც კი.
3. დაიცავით ძილის ჰიგიენა
ჩააქრეთ შუქი, ფანჯარას ფარდა გადააფარეთ. თუ ქუჩაში ხმაურია ან "მეზობელი" ხვრინავს, ყურები დაიცეთ.
4. ბალიშის სპრეი
დამტკიცებულია, რომ არომატი დამამშვიდებლად მოქმედებს ძილზე. აპკურეთ ბალიშზე ლავანდის სურნელი.
5. უარი სტიმულატორებს
ალკოჰოლი, ყავა და ჩაი დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე. უმჯობესია, 7 საათის შემდეგ მათზე უარი თქვათ.
6. კარგი ლეიბი
საწოლი მოხერხებული უნდა იყოს. ლეიბი თქვენზე მორგებული - არც ძალიან რბილი და არც ძალიან უხეში.
7. მაღვიძარა
დააყენეთ დანიშნულ დროზე 15 წუთით ადრე. თუმცა, ეცადეთ, დიდხანს არ დარჩეთ საწოლში, რომ დაღლილი არ ადგეთ.
8. 8 საათი?
ზოგს გამოსაძინებლად 10 საათი სჭირდება. ზოგისთვის ექვსიც საკმარისია. ისეთი დრო აირჩიეთ. რომელიც დაგასვენებთ და ენერგიით აგავსებთ.
დაბოლოს, ძილის ექსპერტი გირჩევთ, რომ თუ დაწოლიდან 15 წუთის შემდეგ ვერ დაიძინეთ, ადექით და რაიმე მოსაწყენი საქმიანობა შეასრულეთ.