თუ შენი ახლობლები ავადმყოფობენ, როგორ უნდა დაიცვა თავი?
ბრძოლის საშუალება:
- ანტისეპტიკი
- სამედიცინო სპირტი და ბამბის დისკები
- სარეცხი მანქანა
- ჭურჭლის სარეცხი მანქანა
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება:
- სახლის რა ნაწილებში რჩება ინფექცია?
- კარის სახელურები და სხვა ზედაპირი, რასაც ყველაზე ხშირად ეხებიან.
- თეთრეული, პირსახოცი, გადასაფარებელი, დივნის ბალიშები.
- პირადი ჰიგიენის ნივთები: კბილის ჯაგრისი, ჭურჭელი და ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი, ცხვირსახოცები.
რა გავაკეთოთ?
- ხშირად გაწმინდეთ კარის სახელურები, პულტი და სხვ. ბაქტერიები ზედაპირზე 48 სთ ცოცხლობენ.
- გამოიყენეთ სპეციალური სადეზინფექციო სითხე. შეასხურეთ და დატოვეთ. ის ნივთები, რომელთა დასველებაც არ შეიძლება, სპირტიანი ბამბით დაამუშავეთ.
- ხშრად ცვალეთ ავადმყოფის თეთრეული და პირსახოცი. რეცხეთ მაღალ ტემპერატურაზე.
- ჭურჭელი ჭურჭლის სარეცხ მანქანაში გარეცხეთ. ყურადღება მიაქციეთ ცხვირსახოცებს და ხელსახოცებს, რომლებსაც ავადმყოფი იყენებს. ნუ დატოვებთ ტუმბოზე ან საწოლში.
- თქვენი კბილის ჯაგრისი ცალკე შეინახეთ.