პასტა ექიმი ამოსოვის რეცეპტით - ეს უნიკალური საავტორო ქმნილებაა, რომელიც საოცრად სასარგებლოა გულისა და იმუნური სისტემისთვის.
ნიკოლაი ამოსოვი კარდიოქირურგი და აკადემიკოსია, რომელიც ცნობილია არამხოლოდ საკუთარი პროფესიონალიზმით.
საკუთარ პაციენტებს ამოსოვი უამრავ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რჩევებს აძლევდა როგორც ფიზიკური აქტივობის, ასევე ჯანმრთელი კვების მხრივ.
მან შექმნა უნიკალური პასტის რეცეპტი, რომელიც კვებავს გულის კუნთს, ამაგრებს მის კედლებს და სისხლძარღვებს. ასევე, ამაღლებს იმუნიტეტს.
პასტა იმ ვიტამინების, ანტიოქსიდანტების და მიკროელემენტების წყაროა, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია გულისა და მთლიანად ორგანიზმისთვის.
რატომ უნდა მივიღოთ ამოსოვის პასტა?
აი, ის არასრული ჩამონათვალი, რისთვისაც სასარგებლოა ეს პასტა:
ამაღლებს იმუნიტეტს;
ამაგრებს გულისა და სისხლძარღვების სისტემას.
არეგულირებს სისხლის მიმოქცევას, კვებავს გულს და სხვა ორგანოებს ჟანგბადით.
აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისება და ათეროსკლეროზის შესანიშნავი პროფილაქტიკაა.
შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინს C, რომელიც ეხმარება ორგანიზმს რკინის შეთვისებაში.
ამოსოვის პასტის რეცეპტი:
ინგრედიენტები:
კურაგა 250 გ
ქიშმიში (მუქი) 250 გ
შავი ქლიავის ჩირი 250 გ
ლეღვის ჩირი 250 გ
ნიგოზი 1 ჭიქა
ლიმონი 1 ცალი
ნატურალური თაფლი 250 გ
მომზადება:
გარეცხეთ ჩირები, შეამშრალეთ და გაატარეთ ხორცსაკეპში ან დააბლენდერეთ.
გაარჩიეთ ნიგოზი და დაჭერით ბასრი დანით წვრილად ან დაფქვით ბლენდერში.
ლიმონი გარეცხეთ, დაჭერით, ამოაცალეთ კურკები და გაატარეთ ან ისიც დააბლენდერეთ.
ყველა ინგრედიენტი ერთად მოათავსეთ, დაასხით თაფლი და კარგად აურიეთ.
გადაიტანეთ მინის ჭურჭელში და მოათავსეთ მაცივარში. ინახება რამდენიმე თვე.
როგორ მივიღოთ ამოსოვის პასტა?
შეგიძლიათ მიიღოთ უზმოზე ან ჭამის შემდეგ (რათა არ გააღიზიანოთ კუჭი) თითო სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ. ბავშვებს (ასაკის მიხედვით) - თითო ჩაის ან დესერტის კოვზი.
კურსი უმჯობესია ჩაიტაროთ წელიწადში 2-ჯერ - გაზაფხულსა და შემოდგომაზე. განსაკუთრებულად სასარგებლო ამოსოვის პასტა გაზაფხულზეა, როცა ვიტამინების დეფიციტია და შემოდგომაზე, რადგან ორგანიზმს ზამთრისთვის გაკაჟება სჭირდება.