„სურსათის ეროვნული სააგენტო“ მოსახლეობას ურჩევს, დაკვლამდე 10 დღით ადრე ინდაურმა ან ქათამმა ფაროსანა არ ჭამოს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ უფროსის მოადგილემ, ზურაბ ლიპარტიამ განუცხადა, შემთხვევა, რომ დაკლული ინდაურის ან ქათმის ხორცს ფაროსანას სუნი ჰქონოდა, არ ყოფილა, თუმცა საკითხმა რამე მითქმა-მოთქმა რომ არ გამოიწვიოს, ფრინველის დაკვლამდე რამდენიმე დღით ადრე სასურველია, მათ არ ჭამონ ფაროსანა.
„ფრინველები მიირთმევენ მწერებს, რადგან მწერები იგივე პროტეინებია. აღმოსავლეთ საქართველოში კალიების გავრცელების დროს ინდაურებს და ქათმებს უშვებენ კალიებთან საბრძოლველად. იმ ინდაურის ან ქათმის ხორცი, რომლებიც ფაროსანას ჭამენ, საშიში არ არის ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ფაროსანა იგივე ცილაა, რასაც მექსიკაში ადამიანები საჭმელშიც ურევენ და მიირთმევენ. თუ ავიღებთ ღორს, ის უარეს რაღაცებს ჭამს, მაგრამ მისი ხორცი არავის დაუწუნებია. გაგრძელება