დიდი ოდენობით მარილის მოხმარება არ შეიძლება. მეტისმეტად მარილიანი კერძები ავნებს ჯანმრთელობას, იწვევს ორგანიზმში სითხის შეკავებას. მარილის სამკურნალო მიზნებისთვის გამოყენება კი, პირიქით, რეკომენდებულია.
მარილის ხსნარს შეუძლია მოხსნას ანთება, მისით ცხვირსა და ყელს ირეცხავენ. კიდევ რა საოცრების ჩადენა შეუძლია უბრალო მარილს?
ეს რეცეპტი ცნობილი ექიმის, შეგლოვის მიერ არის გამოცდილი, რომელიც მას მეორე მსოფლიო ომის დროს დაჭრილი ჯარისკაცების სამკურნალოდ იყენებდა.
მისი თქმით, ქირურგი მარილის ჰიპერტონიკული ხსნარის მეშვეობით საკმაოდ სერიოზულ ჭრილობებს მკურნალობდა, რის მერეც 3-4 დღეში ჩირქი ქრებოდა და ერთჯერადი ხდებოდა. მაღალი ტემპერატურა იკლებდა, სიკვდილიანობის შემთხვევები, ფაქტობრივად, არ აღინიშნებოდა.
როგორ არის ეს შესაძლებელი? საქმე იმაშია, რომ მარილის ხსნარი პათოგენური მიკროფლორის მქონე სითხის აბსორბირებას ახდენს, შეიწოვს მავნე ბაქტერიებს და ასუფთავებს ქსოვილებს.
როგორია მარილის ხსნარის სახვევის გამოყენების წესები?
მარილის პროცენტი ხსნარში უნდა იყოს არაუმეტეს 10 პროცენტისა. რაც ნაკლები - მით უკეთესი. რადგან მაღალი კონცენტრაციის ხსნარს შეუძლია კაპილარების დანგრევა ქსოვილებში.
სახვევის მასალა ჰაერგამტარი უნდა იყოს (უნდა სუნთქავდეს). ეს აუცილებელი პუნქტია! გამოიყენეთ ნატურალური ქსოვილი - ბამბის, რომელიც აქამდე მრავალჯერ გამოყენებულა. თუ მარლას იყენებთ, დაკეცეთ 8 ფენად. სხვა მასალა - 4 ფენად.
მარილის ხსნარის მოქმედება
ვრცელდება მხოლოდ იმ მიდამოზე, რომელზეც დადებულია.
ასეთი მკურნალობა შესაძლოა ხანგრძლივი იყოს - საჭიროა არანაკლებ 1 კვირისა, რათა ეფექტი შესამჩნევი იყოს.
ხსნარი გამოყენებისას საკმაოდ ცხელი უნდა იყოს. ქსოვილი საშუალოდ დაწურეთ - არც ძალიან მშრალი ან სველი უნდა იყოს. მიამაგრეთ ლეიკოპლასტირით.
როგორ გამოვიყენოთ მარილის ხსნარი კონკრეტული დაავადებისას?
თუ სურდო ან თავი გტკივათ, დაიდეთ წრიული სახვევი შუბლსა და საფეთქელზე. სურდო 1,5 საათში გაივლის. თავის ტკივილის დროს გაიჩერეთ მთელი ღამის განმავლობაში.
თუ გრძნობთ, რომ გაციებული ხართ ან გრიპი გაქვთ, მყისიერად გამოიყენეთ ზემოთ ხსენებული მეთოდი. თუ ცოტათი დაგაგვიანდათ, გარდა თავზე სახვევისა, მოგიწევთ კიდევ ერთი სახვევის დადება ზურგზე (2 ფენა სველი და 2 ფენა მშრალი პირსახოცი). დატოვეთ სახვევი მთელი ღამით. ჩაატარეთ დაახლოებით 4-5 პროცედურა.