პირველი ოპერაცია გოგონამ რამდენიმე წლის წინ გადაიტანა, მაგრამ ამან არ უშველა, მტანჯველი ტკივილებისაგან გათავისუფლებულიყო. საჭირო გახდა ისევ ამპუტაცია...
2012 წელს მოდელმა ლორენ ვასერმა ციკლის დროს მოულოდნელად თავი ცუდად იგრძნო - მაღალი ტემპერატურა, თავბრუსხვევა და სისუსტე ჰქონდა. სახლში დაბრუნების შემდეგ დაღლილი უცებ მიწვა და დაიძინა... აღარც გახსენებია, რომ ტამპონი გამოეცვალა.
კარზე კაკუნის ხმამ გამოაღვიძა: დედამ, რომელიც გამუდმებით ურეკავდა ტელეფონზე, პოლიცია გამოიძახა.
გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ტემპერატურამ 40-მდე აუწია. შინაგანი ორგანოების გათიშვის რისკი იზრდებოდა. ლორენის მდგომარეობა უარესდებოდა. უცებ ერთ-ერთმა ექიმმა ჰკითხა, ჰქონდა თუ არა გაკეთებული ტამპონი...
მალე დაუსვეს მოდელს ტოქსიკური შოკის სინდრომის დიაგნოზი. ეს დაავადება სტაფილოკოკური ტოქსინების ზემოქმედებით ვითარდება ქალებში, რომლებიც ციკლის დროს ხმარობენ საფენის მაგივრად ტამპონებს. ამ დროს სისხლი გროვდება საშვილოსნოს ყელში და გარეთ ვეღარ გამოდის. ეს კი ხელს უწყობს ამ გარემოში მიკროორგანიზმების გამრავლებას, რაც თავის მხრივ, წამლავს ორგანიზმს. ტამპონების გარდა, ტოქსიკური შოკის სინდრომი შეიძლება გამოიწვიოს ვაგინალურმა კონტრაცეპტივებმა, ასევე, ქირურგიული ჩარევის დროს ცხვირში ტამპონების ჩადებამ.
8-დან 15%-ში ტოქსიკური შოკის შემთხვევები ლეტალურად მთავრდება. გაგრძელება