ვაგინალური სიმშრალე ქალს ინტიმურ პრობლემებს უქმნის. ასეთ დროს ინტიმური კავშირის დამყარება გაძნელებულია - ხშირად ქალი ტკივილსაც განიცდის.
ვაგინალური სიმშრალე სხვადასხვა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს:
როგორ აღვადგინოთ ლორწოვანი?
ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აუცილებელია სპეციალისტის დახმარება და შესაბამისი ანალიზების გაკეთება, რომ დადგინდეს სიმშრალის ზუსტი მიზეზი. ამის შესაბამისად უნდა ჩატარდეს მკურნალობა, მაგალითად, ესტროგენის დეფიციტისას შეიძლება საჭირო გახდეს ჰორმონალური კორექცია. თუ მედიკამენტებია სიმშრალის გამომწვევი, საჭიროა სიფრთხილე მათი დანიშვნისას.
თუმცა, ამასთან ერთად, აუცილებელია ადგილობრივი თერაპია საშოს ლორწოვანის ეპითელიზაციის და ელასტიკურობის აღსადგენად. ამ მკურნალობის საუკეთესო საშუალებაა ციკატრიდინას სანთლები.
ციკატრიდინა ვაგინალური სანთლების აქტივობა განპირობებულია მასში შემავალი ჰიალურონის მჟავათი, რომელიც უზრუნველყოფს ქსოვილის სტრუქტურულ სიმტკიცეს, ტროფიკასა და ელასტიკურობას.
ხსნის საშოს ლორწოვანის ატროფიის სიმპტომებს (მტკივნეული სქესობრივი აქტი, საშოს სიმშრალე, ქავილი);
გარდა ამისა, ციკატრიდინა გამოიყენება საშვილოსნოს ყელზე ქირურგიული ჩარევის შემდგომ საშოს ტრავმების შეხორცების სტიმულირებისათვის, აგრეთვე, ფიზიოლოგიური მშობიარობის შემდგომ, სამშობიარო გზების ტრავმების შეხორცების სტიმულაციისთვის, მცირე მენჯის მიდამოში დასხივების (სხივური თერაპია, ბრაქითერაპია) შემდგომ საშოს შეხორცების სტიმულაციისათვის; საშვილოსნოს ყელის ანთების (ცერვიციტის) მკურნალობისას სისხლდენის შემცირების და შეხორცების სტიმულირებისათვის; ვაგინალური მიკოზის მკურნალობის შემდგომ ვაგინალური დისკომფორტის სიმპტომების შესამსუბუქებლად; ანტიბიოტიკოთერაპიის შემდგომ ადგილობრივი იმუნიტეტის კორექციისათვის.
ციკატრიდინას სანთელი გამოიყენება საღამოს ან ექიმის დანიშნულების მიხედვით.
ამობეჭდეთ ან გადაუღეთ ფოტო ვაუჩერს, მიიტანეთ სახალხო აფთიაქში და მიიღეთ 30%-იანი ფასდაკლება: