განვითარებული ქვეყნების მოსახლეობის ნახევარზე მეტის რაციონი მზა პროდუქტებზე მოდის.
ფრანგი და ბრაზილიელი მეცნიერების ჯგუფმა დიეტასა და კიბოს რისკს შორის კავშირი შეისწავლა. პირველ რიგში, მკვლევარებს აინტერესებდათ მაღალი ხარისხის ტექნოლოგიური დამუშავების საკვები (ულტრადამუშავებული საკვები), ანუ თანამედროვე მსოფლიოში პოპულარული, კვების მრეწველობის მზა ან მინიმალური მომზადების საჭიროების მქონე პროდუქტები, რომლებითაც ჩვენი სუპერმარკეტების თაროები გადავსებულია: სხვადასხვა ორცხობილები, ტკბილეული, სოსისები, ძეხვი, პაკეტის სუპები, გაზიანი სასმელები და ა.შ. როგორც წესი, ეს პროდუქტები ბევრ შაქარს, ცხიმს, მარილს, ცოტა ვიტამინს, მიკროელემენტს და უჯრედისს შეიცავს. უკვე დადგენილია, რომ ამგვარი საკვების ჭარბი მოხმარება დაკავშირებულია სიმსუქნის, ჰიპერტონიის, სისხლში „ცუდი“ ქოლესტერინის დონის მომატების რისკთან.
კვლევის ავტორებმა გააანალიზეს საფრანგეთში მცხოვრები 105 ათასი, ორივე სქესის წარმომადგენლების მონაცემები. მკვლევარები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ულტრადამუშავებული საკვების ხშირი მოხმარება ამაღლებს ყველა ტიპის ონკოლოგიური დაავადების, განსაკუთრებით, ძუძუს კიბოს რისკს.