მოთენთილობასა და სისუსტეს გრძნობთ, ვერც გაციებასა და სურდოს დააღწიეთ თავი კარგა ხანს?
თავის ტკივილიც ხშირად გაწუხებთ? შესაძლოა, ეს ავიტამინოზის ბრალი იყოს.
ნუ გაგიკვირდებათ, რომ ასე იყოს; მაშინაც კი, თუ მთელი ზამთრის განმავლობაში რაციონი არ შეგიცვლიათ და საკმაოდ ხშირად მიირთმევდით ხილ-ბოსტნეულს.
საქმე ის არის, რომ ზამთარში ხილ-ბოსტნეული უმეტესად სათბურში მოყვანილი იყიდება. მათში კი ვიტამინები და მიკროელემენტები ბევრად ნაკლებია. გარდა ამისა, ვიტამინების აუცილებელი დღიური ნორმის შესავსებად საჭიროა დღეში 2 კილოგრამი ხილი ან ბოსტნეული მიირთვათ.
როგორ ამოვიცნოთ ავიტამინოზი?
უპირველეს ყოვლისა, გაითვალისწინეთ, რომ ავიტამინოზი ვიტამინების უკმარისობით გამოწვეული პათოლოგიური მდგომარეობაა. ზოგჯერ ის ვიტამინების სრული არარსებობით არის გამოწვეული, მაგრამ ამ შემთხვევაში შედეგი ლეტალურია და თანამედროვე ცივილიზებულ საზოგადოებაში ამგვარი ფაქტი, საბედნიეროდ, თითქმის არ ფიქსირდება.
სეზონური ავიტამინოზი კი, რომელიც განსაკუთრებით ადრეულ გაზაფხულზე ხშირი გაციებებით, საერთო სისუსტითა და გაღიზიანებით გამოიხატება, საკმაოდ ხშირია.
ორგანიზმში ვიტამინების ნაკლებობის განსაზღვრა დამოუკიდებლადაც შეგიძლიათ. ამისთვის ქვემოთ ჩამოთვლილ შეკითხვებს უპასუხეთ ”დიახ” ან ”არა”:
<div class="apester-media" height="395" data-media-id="5a7824a21e46ae00019d3de9"></div>
<script src="https://static.apester.com/js/sdk/v2.0/apester-javascript-sdk.min.js"></script>
თუ ამ შეკითხვებიდან ორს მაინც უპასუხეთ დადებითად, ესე იგი, ავიტამინოზის სიმპტომები სახეზეა და ვიტამინები გესაჭიროებათ.