თუკი თქვენი დილა იწყება ჭიქა ყავით, შესაძლოა, გაგიკვირდეთ, თუ რამდენი რამ არ ვიცით მეგაპოპულარული სასმლის შესახებ. პირველი რიგში, მისი ზომიერი გამოყენება კი არ ვნებს ორგანიზმს, არამედ პირიქით, მწყობრშიც კი მოჰყავს საგრძნობლად. მეორე მხრივ, აღარ მოგიწევთ მკითხაობა, შაქრით დალიოთ თუ მის გარეშე.
ნატურალური ყავა ერთი კოვზი თაფლის დამატებით, სულაც არ არის ერთი და იგივე, რასაც ამზადებენ ყავის კაფეებში. ინგლისში, XVI საუკუნიდან მოყოლებული, ყავის საშუალებით გაციებას ებრძვიან. "მარაოს" რედაქცია მოგიყვებათ, რატომ უნდა ვიხელმძღვანელოთ ძველი რეცეპტით.
რა სარგებლობა მოაქვს ყავას თაფლით?
- პირველ რიგში, გეტყვით, რომ ყავა ჯანმრთელობას ვნებს - ეს მითია: ორი ჭიქა ყავა დღეში მასტიმულირებელი ეფექტით გამოირჩევა გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, რაც ინფარქტის რისკს ამცირებს. თვითონ ყავა არ არის მავნებელი, მაგრამ აი, კოვზი შაქრის დანამატით უკვე საგანგაშოა. რა მოხდება, თუკი შაქარს თაფლით ჩავანაცვლებთ?
- თაფლი შეიცავს ფრუქტოზას და გლუკოზას შემადგენლობიდან 60%-ით და 10%-ით შაქარს. ამ დროს ვიტამინებისა და მინერალების შემცველობა სულ რაღაც 4%-ს აღწევს. გეტყვით, რომ ეს სრულიად სხვა ტიპის შაქარია, რაც ბუნებრივად წარმოიქმნება. რაფინირებული ტკბილი ფხვნილი მასთან არანაირ კავშირში არ არის, ვინაიდან ის სინთეტიკურია.
- თაფლსა და შაქარს შორის განსხვავება იმაშია, რომ ნატურალურ შემადგენლობაში თაფლი მარტივად ათვისებადია ორგანიზმისთვის, არ გროვდება ჩვენს სხეულში არასასურველ ზონებში, მაგალითად, როგორიცაა მუცელი, მკერდი და თეძოები. შაქრის ნაცვლად თაფლის გამოყენება სასიამოვნო ბონუსი იქნება. თუკი უშაქრო ყავას სვამთ, მით უმეტეს, დროა, დაფიქრდეთ გემრიელ დამატკბობელზე თაფლის სახით.
- თუკი დაუმატებთ თაფლს გრილ, თუმცა ჯერ კიდევ ოდნავ თბილ ყავაში, ვიტამინებს შეინარჩუნებთ ამ გზით, რომელიც მდუღარე წყალში კვდება. საკმაოდ პოპულარულია მითი მავნე ტოქსინებზე, რომელსაც თაფლი გამოჰყოფოს მდუღარე წყალში, თუმცა ამავე დაკვირვებამ აჩვენა, რომ ტოქსინების გარდა, ბევრი აუცილებელი პროდუქტის რაოდენობას გამოჰყოფს, რაც სრულებით აღარ არის საგანგაშო ორგანიზმისთვის თავისი მინიმალური შემცველობით. თბილ და არა მდუღარე ყავაში თაფლის დამატების არსი მდგომარეობს იმაში, რომ ენზიმის შემცველობას ინარჩუნებს ამ ფორმით.
- В ვიტამინების ფართო სპექტრი, რკინა, მაგნიუმი, ფოსფორი და კალციუმი თქვენს სასმელს გაამდიდრებს შაქრის ნაცვლად. ყავა თაფლით ანტიოქსიდანტების შემცველობას უდრის, კოფეინი ხველებას ეხმარება, ხოლო თაფლი არბილებს და ხსნის სურდოს პროცესს.
- გემო - სულ სხვა საქმეა. ნამდვილი ყავის გურმანებისთვის ეს საინტერესო ექსპერიმენტი იქნება. კულინარიაში ეს ორი პროდუქტი სპეციფიკურად ითვლება. თუკი კლასიკური ყავის გემო მოგწონთ, გამოიყენეთ აკაციის თაფლი, ხოლო თუკი თაფლის გემო გინდათ დომინირებდეს, მაშინ - ცაცხვის.
არამარტო ინგლისელებს უყვართ სახლში მომზადებული ყავა უჩვეულო არომატით. თურქეთში ყავის თაფლით სამკურნალო საშუალების სახით გამოყენება 1000 წლის წინ დაიწყეს. ნებისმიერ შემთხვევაში ცდად ნამდვილად ღირს, ხოლო რაფინირებული შაქრის მიღებაზე კი დროა, უარი თქვათ.
წყარო