მეცნიერების განმარტებით, კორონავირუსი ორგანიზმში შეჭრის შემდეგ აზიანებს არა მარტო სასუნთქი გზებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსს, არამედ ნერვული სისტემის ქსოვილებსაც.
როგორც ბევრი სხვა ვირუსული ინფექციის დროს, ნერვული სისტემა შეიძლება დაზიანდეს უშუალოდ ვირუსის შეჭრის ან მისი ტოქსინების ზემოქმედების შედეგად. ასევე შესაძლებელია დარღვევები განვითარდეს ნერვული ღეროების მიელინური გარსის (დამცავი გარსის) დაზიანების ფონზე.
ამას გარდა, COVID-19-ის დროს იზრდება სისხლის შედედების დარღვევების რისკი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ინსულტი, ფილტვების ალვეოლების შეშუპება და განვითარდეს ჰიპოქსია.
ასეთი ცვლილებების ერთ-ერთი შედეგი შეიძლება იყოს ორგანიზმში თერმორეგულაციის დარღვევა, რომელიც იწვევს შემცივნების შეგრძნებას გამოჯანმრთელების შემდეგაც. გაგრძელება