თანამედროვე დიზაინერებმა სექსუალური ბიკინების შექმნა დაიწყეს დიდი ზომის მკერდის მქონე გოგონებისთვის. ბოდიპოზიტივი მოდის ინდუსტრიაში მოწინავე პოზიციებს იკავებს, ხოლო ბუნებრივი კვება ჟურნალების ყდებზე ინაცვლებს.
როგორ უნდა მოუაროთ დეკოლტეს ზონას ისე, რომ გამოიყურებოდეთ ლამაზად და ჯანმრთელად?
"მკერდის სილამაზე ბევრ ესთეტიკურ ფაქტორს მოიცავს. საუბარია არა მარტო ზომაზე, არამედ ფორმაზე. პლასტიკური ქირურგების მოსაზრებით, მომრგვალო ფორმის მკერდი მიიჩნევა ყველაზე ლამაზად. მნიშვნელობა აქვს მკერდის ფერს, არეოლის ზომას, რომელიც იდეალურ შემთხვევაში 38-42 მილიმეტრამდე უნდა მერყეობდეს; ასევე "სტრიებსა" და პიგმენტურ ლაქებს მკერდზე."
რომელი ფაქტორები განაპირობებს მკერდის ზომის ცვლილებას:
- ლაქტაცია და ბუნებრივი კვება;
- წონის ფლუქტუაცია;
- ჰორმონალური ცვლილებები;
- გენეტიკური ფაქტორი;
- იმპლანტები;
- ინსოლაციის ზემოქმედება;
- ბიუსტჰალტერის არასწორად შერჩევა
- აუცილებლად შეარჩიეთ თეთრეული თქვენი ზომის მიხედვით და სპორტით არ დაკავდეთ მყარი ბრას გარეშე. კარკასულ ფუნქციას სარძევე ჯირკვლები ასრულებს, რომლებიც კანქვეშ მარტივად ფორმირდება, რაც ერთგვარი "შიდა ბიუსტჰალტერის" ფუნქციასაც ითავსებს. ფიზიკური დატვირთვების შედეგად, განსაკუთრებით, ხტუნვის, სირბილის პროცესში, ფორმას იცვლის, რაც განაპირობებს ზომის ცვლილებას.
- შეეცადეთ, გააკონტროლოთ წონა და არ დაუშვათ უეცარი კორექციები. სტაბილური წონა - ახალგაზრდული იერის შენარჩუნების ტოლფასია. ძირითადად, ლაქტაციის შემდეგ ფორმების დაბრუნება უკვე შეუძლებელია. ანალოგიურად ხდება მძიმე იმპლანტების ჩასმის დროს. შესაძლოა მორალურად მზად იყოს ქალბატონი იმპლანტების სატარებლად, თუმცა სარძევე ჯირკვლები ვერ უძლებს ზეწოლას და დაბლა იწევს.
- რაც შეეხება კანს, მისი ფოტოდაბერება მარტივი პროცესია, თუკი არ მოუვლით სწორად. სოლარიუმი, მზის აბაზანები, პიგმენტური ლაქები, ნაოჭები და დეჰიდრატაცია რომ აირიდოთ თავიდან, აუცილებელია SPF-ის, UVA და UVB დამცავი საცხების გამოყენება. არ დაგავიწყდეთ, რომ ტოპლეს გარუჯვა განსაკუთრებით საზიანოა.
- ორსულობის, ლაქტაციის და ბუნებრივი კვების შემდეგ უეცარი წონის მატებისა და დაკლების შედეგად ჩნდება "სტრიები", რაც დერმის წყვეტით გამოიხატება. სამწუხაროდ, "სტრიების" თავიდან აცილება შეუძლებელია, თუმცა სხვადასხვა საცხსა და ზეთს ყოველდღიურ გამოყენებაში აძლევენ რეკომენდაციას. საქმე იმაშია, რომ კანის დატენიანება და ლიფტინგ-პატჩები დამცავ შრეს ქმნის, რომელიც ტენიანობას ინარჩუნებს. შედეგად, ნაკლებად იწელება კანი და "სტრიებიც" უფრო მცირე რაოდენობით იჩენს თავს.
თუკი თქვენმა მკერდმა დაკარგა პირვანდელი ფორმა და სილამაზე, არეოლები საკმაოდ დიდი ზომის გახდა, პლასტიკური ქირურგიის მეშვეობით მათი გამოსწორება მარტივად შესაძლებელია, თუმცა უმჯობესია, გაითავისოთ ის, რომ თქვენი სხეულის ყველა ნაწილი უნდა გიყვარდეთ ისეთი, როგორიც გაქვთ, სწორი მოვლის შედეგად კი ნაკლები პრობლემა შეგაწუხებთ.
წყარო: vogue