სასწრაფოდ გაათავისუფლეთ გარდერობი.
პოსტულატი „სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს“ დიდი ხანია მავნე მოსაზრებაა, ტრენდების გადამკიდე კი ხშირად გვავიწყდება საკუთარი ჯანმრთელობა.
ბრიტანული ჰიროპრაქტიკოსების ასოციაციის კვლევების მიხედვით, 73% გამოკითხული ადამიანებიდან ტკივილს გრძნობს ზურგის არეში არასწორი ტანისამოსის გამო; 28% ქალბატონების აღიარებს, რომ ზოგიერთი ტანსაცმელი აზიანებს ზურგს, 33%-ს კი წარმოდგენაც არ აქვს, როგორ შეიძლება დაზიანება ტანისამოსმა გამოიწვიოს.
ზოგიერთი ტანისამოსი თავისუფალ მოძრაობას ზღუდავს ისეთ არეში, როგორებიცაა თეძოები და მუხლები. ხდება არტერიის დაჭიმვა და სისხლის მიმოქცევა შენელებულია. რომელი ნივთები იწვევს ზურგის ტკივილს:
- დიდი გაბარიტების მქონე ჩანთა ქამრით, რომელსაც ცალ მხარზე ვატარებთ.
- ლაბადა დიდი ზომის კაპიუშონით.
- მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი.
- ფეხსაცმელი უხილავი წინდების გარეშე, მაგალითად, როგორიცაა მიულები.
- ზურგის პრობლემებს იწვევს ასიმეტრიული ტანსაცმელი, მასიური მოცულობით მკლავები და კაპიუშონები, ასევე - მძიმე სამკაულები, რომლებიც სისხლის მიმოქცევას ანელებს - საყურეები, კოლიე, ვიწრო ბეჭედი და სამაჯური, ფართომინდვრიანი შლაპები.
- აუცილებელია ზომიერება სქინი ჯინსების მორგების დროსაც. ყოველდღიურად უმჯობესია უარი თქვათ ქუსლიან ფეხსაცმელზე. ჩაანაცვლეთ დიდი ზომის ჩანთა ზურგჩანთებით. ვიწრო ჯინსის შარვალმა 2015 წელს 35 წლის ქალბატონში გამოიწვია ფეხების შეშუპება. შედეგად დაუდგინა კომპარტმენტ-სინდრომი, რომელიც ზედმეტი წნევისგან სხეულის ნაწილების შეშუპებას იწვევს.
- შეარჩიეთ თქვენი ზომის ტანისამოსი ან უფრო თავისუფალი სტილის და არა ერთი-ორი ზომით პატარა.
- ჩაანაცვლეთ დიდი ზომის ჩანთა და გვერდზე გადასაკიდი ჩანთა ზურგჩანთით. თავადაც ნახავთ, ზურგი რომ მადლიერი დაგრჩებათ.
- მაღალი ქუსლი ხერხემალზე დაჭიმულობას იწვევს. ამიტომ დაბალი ქუსლები მოირგეთ, ყოველდღიურად კი ბოტასებსა და კედებს მიანიჭეთ უპირატესობა. ასე დატვირთვას აირიდებთ თავიდან.
- ყურადღება გაამახვილეთ ბიუსტჰალტერებზეც, არ უნდა იყოს ზედმეტად ვიწრო ან ძალიან დიდი ზომის, ან დაბლა დაწეული. დარწმუნდით, რომ ბრა მჭიდროდ გაზით მკერდზე და თოკი არ გიჭერთ.
მოუსმინეთ თქვენს სხეულს და ჯანმრთელობა გარანტირებულია.
წყარო: elle