აი, როგორ რეკომენდაციებს გვაძლევენ ექიმები, რომ ვიყოთ ენერგიულად და ჯანმრთელად პანდემიის პერიოდში.
გაატარეთ დრო გარეთ
ეს კარგია როგორც სხეულისთვის, ასევე ტვინისთვის, განსაკუთრებით ახლა, როდესაც პანდემიის გამო უფრო მეტ დროს ვატარებთ სახლში. ბუნების ხმები ამცირებს სტრესის დონეს, ხოლო ფიტნესი უფრო ეფექტურია სუფთა ჰაერზე, ვიდრე სახლის ვარჯიშები. უბრალოდ, არ დაივიწყოთ სოციალური დისტანცია!
შეარჩიეთ სწორი დიეტა
უამრავ პრობლემას იწვევს შინაგანი ორგანოების მცირე ანთება, რაც იწვევს უძილობას, დეპრესიასა და ტკივილს. ექსპერტები გირჩევენ, მიირთვა მეტი კენკრა, თხილი, თევზი, ბოსტნეული და ზეითუნის ზეთი. მოერიდე უსარგებლო საკვებს, სოდასა და არაჯანსაღ საჭმელებს.
ნაკლები ყავა დალიეთ
შეგიმჩნევიათ, რომ რაღაც მომენტში იგი წყვეტს გამხნევებას? ეს ნორმალურია: კოფეინის გადაჭარბებული დოზით სხეული სტრესულ მდგომარეობაში გადადის და თირკმელზედა ჯირკვლები იწყებენ შედეგებთან ბრძოლას. ამიტომ უმჯობესია ყავა შეზღუდოთ დღეში ერთი ან ორი ჭიქით.
დალიეთ მეტი წყალი
ყავა არ დაეხმარება წყლის ბალანსის შევსებას, ამიტომ უმჯობესია წყლის ათვისება. შეიძლება იყოს მინერალური, შეიძლება იყოს ხილის ან ბოსტნეულის ნაჭრებით - თქვენთვის სასურველი ვარიანტი აირჩიეთ.
ურთიერთობა ცხოველებთან
შინაური ცხოველები ცოცხალი სტრესის საწინააღმდეგო ფაქტორებია. თუ სახლში კატა ან ძაღლი არ გყავთ, ესტუმრეთ თქვენს მეგობრებს, რომლებსაც ჰყავთ.
სახეზე შეხება შეწყვიტეთ
ყოველთვის, როდესაც ცხვირს ან პირს შეეხებით, ვირუსის ორგანიზმში შემოტანის რისკი იზრდება. გარდა ამისა, სახის კანზე შეხებამ შეიძლება ანთება გამოიწვიოს.
უფრო ხშირად დაიბანეთ ხელები
და მინიმუმ 20 წამი ზედიზედ. თუ დასაბანი საშუალება არ არის, გამოიყენეთ ანტისეპტიკი.
წყარო: cosmopolitan