როგორც ცერცვაძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის“ გადაცემა "დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ინფიცირებულ პაციენტებს, რომელთაც სიმპტომები არ აღენიშნებათ ან მცირესიმპტომიანები არიან, მედიკამენტოზური მკურნალობა არ სჭირდებათ.
თენგიზ ცერცვაძის თქმით, ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია სითხეების მიღება, მოძრაობა და სწორი კვება.
"დღეისთვის, რამდენადაც ვიცი, დაახლოებით 12 ათასი კოვიდავადმყოფი მკურნალობს ბინაზე. თუ თქვენ ხართ უსიმპტომო ან მცირესიმპტომიანი პაციენტი, ჯერჯერობით მხოლოდ ასეთებს ვტოვებთ ბინაზე. პრინციპში, არ გჭირდებათ არანაირი მედიკამენტოზური მკურნალობა.
რჩევები იქნება შემდეგნაირი:
ამის გარდა, თუ თქვენ გაქვთ ტემპერატურის მცირე მომატება, შეგიძლიათ სახლში მიიღოთ სიცხის დამწევი საშუალებები, მაგრამ თუ 38-ზე ნაკლებია ტემპერატურა, არ არის აუცილებელი მიღება. მნიშვნელოვანია კვება - მნიშვნელოვანია, რომ ჯანსაღი საკვებით ვიკვებოთ, ნაკლები იყოს მარილი, შაქარი, ნაკლები იყოს ცხოველური ცხიმები - კარაქი ჩანაცვლდეს ზეთით, მივიღოთ საკმარისი რაოდენობის ბოსტნეული. გაგრძელება