ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მას შემდეგ მთელი მსოფლიო უჩვეულო და განსხვავებულ რეალობაში ცხოვრობს. ადამიანთა დიდი ნაწილი დისტანციურად მუშაობს, ქვეყნების დიდ ნაწილში საგანგებო მდგომარეობა, კარანტინი და სხვადასხვა სახის შეზღუდვაა დაწესებული, რომელთა მიზანიც ვირუსის გავრცელების პრევენციაა. პირბადის ტარება კი ყოველდღიურობის ნაწილად იქცა.
ვირუსმა უარყოფითი გავლენა მოახდინა ცხოვრების ყველა ასპექტსა და ყველა სფეროზე, გაკოტრდა არაერთი ბიზნესმენი და მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანმა დაკარგა სამსახური.
ყოველივეს გათვალისწინებით, მთავარი კითხვა, რომელიც ახლა მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანს აწუხებს, არის ის, თუ როდის დასრულდება პანდემია და როდის შევძლებთ ძველებურად ცხოვრებას.
გადავხედოთ ისტორიას და ვნახოთ, რამდენ ხანს გრძელდებოდა ყველაზე მომაკვდინებელი პანდემიები:
შავი ჭირი მსოფლიოს მეთოთხმეტე საუკუნეში მოედო. ზოგიერთი ცნობის მიხედვით, დაავადებამ გლობალური მასშტაბით, 200 მილიონამდე ადამიანი იმსხვერპლა. ეპიდემია ზოგან დღემდე იჩენს ხოლმე თავს, თუმცა, რადგანაც არსებობს მკურნალობის შესაბამისი საშუალებები, მისი გავრცელების მასშტაბები შემცირებულია. ბოლოს შავი ჭირის ეპიდემია 2017 წელს მადაგასკარში გავრცელდა, ათასობით ადამიანი დაინფიცირდა, 170 კი გარდაიცვალა.
შავი ჭირის ეპიდემია, რომელსაც "შავი სიკვდილის“ ეპიდემიასაც უწოდებენ, მე-14 საუკუნის დასაწყისიდან გავრცელდა და 1351 წელს დასრულდა. ზოგიერთი მკვლევარი წერს, რომ ეპიდემიამ იმჟამინდელი მსოფლიოს მოსახლეობის მესამედი იმსხვერპლა, რასაც ბევრი არ ეთანხმება. მართალია, პანდემიის დასრულების თარიღად 1351 წელი ითვლება, მაგრამ დაავადება XV საუკუნის ბოლომდე რეგულარულად იჩენდა თავს. განსაკუთრებით დიდი აფეთქება იყო 1361-69 წლებში.
საყურადღებოა, რომ მისი კერები სრულად გამქრალი არ არის და პერიოდულად სხვადასხვა ქვეყანაში ეპიდემია ამ დრომდე იჩენს ხოლმე თავს. მაგალითად, 2018 წელს ქოლერის ეპიდემია გამოცხადდა ზიმბაბვეში, 2018 წლის 11 სექტემბერს მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ეპიდემიის დროს დაავადებამ 48 ადამიანი იმსხვერპლა.
1879-83 წლებს უკავშირდება ქოლერის იმუნიზაციასთან დაკავშირებული პირველი მნიშვნელოვანი სამეცნიერო გარღვევა. ამ პერიოდში მეცნიერებმა შეძლეს ქოლერის გამომწვევი ბაქტერიის იდენტიფიცირება. ფილიპო პიცინმა და რობერტ კოხმა შეიმუშავეს ქოლერის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა. თუმცა პანდემიების დასრულებას ვაქცინის შექმნიდან საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა. განაგრძეთ კითხვა