გავერკვეთ, თუ რა გიშლით სინამდვილეში ხელს პროდუქტიულობასა და აქტუალური დავალებების დროულად შესრულებაში.
გამუდმებით ამოწმებთ ტელეფონს
- ტელეფონი, რა თქმა უნდა, სასარგებლო გაჯეტია, რომელშიც მთელი დღის განრიგი გვიწერია, თუმცა სმარტფონი სინამდვილეში გვიჩენს სერიოზულ ფსიქიკურ ნაკლს - მისი გამუდმებით შემოწმების ინსტინქტურ სურვილს. ცდუნების გაძლება კი ბევრისთვის რთული დავალების ტოლფასია.
რჩევები: - მიმდინარე დავალების შესრულებისას ტელეფონი გამორთეთ.
- გაიტანეთ სხვა ოთახში იმისათვის, რომ კონცენტრაცია მოიკრიბოთ.
- გამორთეთ შეტყობინებები და მესიჯები.
ზედმეტი მუშაობა
- განიცდით პროექტებზე, რომლის ვადებშიც ვერ ეტევით; ათასი იდეა მოგდით თავში, თუმცა ვერ ასწრებთ განხორციელებას? საიდან ავიღოთ ძალა დღის განრიგის სრულად შესასრულებლად? დაძაბული განრიგი პროდუქტიულობაზე ნეგატიურად აისახება.
რჩევები: - შეამოწმეთ შესასრულებელი საქმეების სია ახალი საქმის აღებამდე.
- იყავით რეალისტები სამსახურებრივი მოვალეობის მოცულობის შესრულების განხორცილებისას.
- არ მოგერიდოთ დავალების აღებაზე უარის თქმა, დროა ისწავლოთ „არას" თქმა.
არ ხართ გამოძინებული
- უნდა გამოიძინოთ და არა სადილის შემდეგ აინაზღაუროთ ძილზე მოკლებული რამდენიმე საათი. დღის ძილი კარგია, თუმცა ეს იმპულსური ექსტროვერტებისთვის არის, რომლებიც პერიოდულად ენერგიის განულებას განიცდიან. თუკი მათ რიცხვს არ მიეკუთვნებით, მაშინ დღისით გამოძინება თქვენს შემთხვევაში ბევრი საქმის გადადების მიზეზი გახდება და დაგროვდება მომდევნო დღისთვის.
რჩევები: - დააყენეთ ტელეფონში ძილის განრიგი და მკაცრად დაიცავით.
- შეეცადეთ არ დაწვეთ სავარძელზე მუშაობის დროს.
- მოიფიქრეთ რაიმე აქტივობა გამოსაფხიზლებლად, თუკი გრძნობთ, რომ ძილი მოგერიათ: დალიეთ წყალი, მოუსმინეთ საყვარელ მუსიკას, დაურეკეთ მეგობარს, გააკეთეთ მსუბუქი აერობიკული ვარჯიში.
ოთახის დალაგება
- არ გვაქვს საუბარი ყოველდღიურად გენერალურ დალაგებაზე. თქვენი წესრიგის სტანდარტები შეიმუშავეთ და გაანაწილეთ დრო ეფექტურად. სამუშაო მაგიდა უნდა იყოს მუდამ მოწესრიგებული, რაც ახალი იდეებისა და პროდუქტიულობის გარანტიაა.
რჩევები: - გამოყავით დრო, 5-10 წუთი სამუშაოს დაწყებამდე, თქვენი სამუშაო მაგიდის მოსაწესრიგებლად.
- არ მიირთვათ იქ, სადაც მუშაობთ.
- გამონახეთ ადგილი ზედმეტი ნივთების შესანახად.
განრიგის იგნორირება
- პანიკა იმის თაობაზე, რომ ვერ ასწრებთ ვერაფერს, კარგს არაფერს მოგიტანთ. ამიტომ დაიწყეთ დაგეგმვა, ჩამოწერეთ, რას გააკეთებთ დღეს, ხვალ, ამ კვირაში, ამ თვეში. ასე შეძლებთ საქმეების კონტროლს და ღამეების თენებაც არ მოგიწევთ.
რჩევები: - ჩამოწერეთ დღის განრიგი
- დაალაგეთ დავალებები პრიორიტეტების და ვადების შესრულების მიხედვით.
- თითოეული პუნქტის შესრულებაზე შეაქეთ საკუთარი თავი.
არასწორი კვება
- რამდენი დიეტაც უნდა გამოსცადოთ, დროა, ერთი მარტივი რამ შეიგნოთ: არავინ იცის თქვენი მეტაბოლიზმი თქვენზე უკეთ. თუკი რძის მიღების შემდეგ შებერილობა გაწუხებთ, ხოლო გამომცხვარი კუჭს გიმძიმებთ, სპაგეტების მირთმევის შემდეგ კი ძილისკენ მიიწევთ, დასკვნები თავად გამოიტანეთ. იკვებეთ იმით, რაც პრობლემას არ გიქმნით. არ დაინანოთ დრო მოსამზადებლად.
რჩევები: - სამსახურში წაიღეთ სახლში მომზადებული საკვები ერთჯერადი კონტეინერებით. ასე გააკონტროლებთ ულუფების ზომას და კალორიების რაოდენობას.
- წაიხემსეთ სასარგებლო ბოსტნეულით, ნიგვზით ან ხილით.
- დალიეთ ბევრი წყალი - ეს კარგია კანისთვის და სიმხნევისთვის.
საკუთარი თავის სხვებთან შედარება
- ნუ ადევნებთ თვალს ონლაინ სხვების ცხოვრებას. ეს არ მოგანიჭებთ ბედნიერებას, სამაგიეროდ, დაგანაღვლიანებთ. მთავარი წესი - რაც არ მოგწონთ თქვენში და მოგწონთ სხვაში, გადააწყვეთ პოზიტიურად, დაისახეთ ახალი მიზნები და შეცვალეთ ის, რაც არ გაკმაყოფილებთ.
რჩევები: - ისევ და ისევ პირველი პუნქტი - ნუ ჩარჩებით ტელეფონში!
- აღმოაჩინეთ ახალი ინტერესები და განაგრძეთ სწავლა.
- ხშირად იკონტაქტეთ ადამიანებთან, რომლებსაც თქვენი გაბედნიერება შეუძლიათ.