ბავშვებისთვის, განსაკუთრებით, ადრეულ ასაკში, აუცილებელია ფიზიკური აქტივობა, სუფთა ჰაერი, მინერალები და რა თქმა უნდა, ჯანსაღი კვება. თუმცა არსებობს რამდენიმე ვიტამინი, რომლებსაც გამორჩეული ზეგავლენა აქვს პატარების იმუნიტეტისა და ორგანიზმის გაძლიერებაზე.
ეს ვიტამინებია D ვიტამინი და ომეგა 3, რომლებიც ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებასა და ბავშვის ფიზიკურ თუ გონებრივ განვითარებას.
ამ და სხვა საჭირო ვიტამინებსა და მინერალებს ბავშვის ორგანიზმი იღებს საკვების სახით, თუმცა ასევე არსებობს სპეციალურად შედგენილი ფორმულები, ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსები, რომლებიც განსაკუთრებით ზამთრის და გაზაფხულის სეზონზეა საჭირო ორგანიზმისთვის, იმუნიტეტის გასაძლიერებლად და ვირუსებთან საბრძოლველად, ასევე - ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის.
პანდემიის პირობებში, როდესაც პატარას არ აქვს ენერგიის დასახარჯი გარემო, ვერ გადის სუფთა ჰაერზე და არ აქვს ფიზიკური აქტივობა, აუცილებელია ის ისეთი პროდუქტებით გამოვკვებოთ, რომლებიც ამ ორ უმნიშვნელოვანეს ვიტამინს შეიცავს.
ლონდონის უნივერსიტეტის 2020 წლის კვლევამ დაადგინა, რომ დაავადებულთა უმეტესობა, რომლებსაც ვირუსი მძიმე ფორმებში გადაუვიდათ, D ვიტამინის ნაკლებობას განიცდიდა. ზოგიერთი კვლევის თანახმად, ვიტამინ D-ს ნაკლებობამ, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი მზის ძლიერი შუქის საპასუხოდ გამოიმუშავებს, შეიძლება კორონავირუსით დაავადების რისკები გაზარდოს.
სწორედ ბრიტანული კვლევის შედეგი იყო ის ოფიციალური განცხადება, რომელიც ლონდონის უნივერსიტეტმა გამოსცა, რის მიხედვითაც, აუცილებელი იყო ომეგა 3-ისა და D ვიტამინის საკვების სახით მიღება.
რომელი პროდუქტი შეიცავს ამ ორ უმნიშვნელოვანეს ვიტამინს?
რძის ნაწარმი, თევზეული, თხილეული, ბროკოლი - ის პროდუქტებია, რომლებიც D ვიტამინისა და ომეგა 3-ის დიდ რაოდენობას შეიცავს. სწორედ დღევანდელ პირობებში უნდა ჩავრთოთ მსგავსი პროდუქტები ბავშვთა კვებაში იმისთვის, რათა მათი ორგანიზმი მხნედ და ძლიერად შეხვდეს კორონასა თუ სეზონურ ვირუსებს.
სხვა რძის ნაწარმთან ერთად, აღმოვაჩინეთ, რომ საბავშვო რძის პროდუქტებიც სავსეა ასეთი ვიტამინებით. ქართულ ბაზარზე სწორედ ასეთი აღმოჩნდა "ლოკო მოკოს" პროდუქტები, რომლებიც როგორც D ვიტამინს, ასევე ომეგა 3-საც შეიცავს.
R