ვისწავლოთ კოვიდ 19-თან ერთად ცხოვრება – ეს ფრაზა 2020 წლის მთავარ სლოგანად იქცა და ამ მისიის ერთ-ერთ ძირითად ნაწილად თავიდანვე იყო და რჩება მოწოდება #დარჩისახლში. შესაბამისად, უამრავი ადამიანი აღმოჩნდა სახლში. ზოგი მხოლოდ საოჯახო საქმეებითაა დაკავებული, ზოგი კი სახლიდან, დისტანციურად აგრძელებს მუშაობას. მიმდინარე პროცესებმა ადამიანებს ბევრი საზრუნავი შეუქმნა და ისეთ საკითხებზეც დააფიქრა, რომლებზეც შეიძლება აქამდე არ უფიქრიათ. ხანგრძლივად სახლში ყოფნამ, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობამ ფართო საზოგადოებას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საერთო პრობლემებიც შეუქმნა, მაგალითად, წონის მატება, D ვიტამინის ნაკლებობა, ჰემოროიდული დაავადება. ახლა სწორედ რამდენიმე მათგანს განვიხილავთ.
ფსიქოლოგიური პრობლემები
ეს იზოლაციისა და სახლში ხანგრძლივად ყოფნის ერთ–ერთი მთავარი შედეგია. მეცნიერული კვლევებით დადასტურდა, რომ დაძაბულობა, სტრესი, არასტაბილურობა და შიში, რომელიც ამ პერიოდს ახლავს, იწვევს სხვადასხვა ფსიქოლოგიურ პრობლემას, მათ შორის, შფოთვის მომატებულ დონეს, უძილობას, ემოციურ არასტაბილურობას, დეპრესიას. ამ დროს მწვავდება ის პრობლემები, რომლებიც შეიძლება მცირე დოზით ადამიანებს აქამდეც აწუხებდათ, მაგრამ მას ვერ გრძნობდნენ ცხოვრების აქტიური რეჟიმის გამო. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ამ მიმართულებით საბოლოო სურათს პანდემიის დასრულების შემდეგ დავინახავთ. ფსიქოლოგიური პრობლემების თავიდან ასაცილებლად, ეცადეთ მაქსიმალურად ბევრი კონტაქტი და ურთიერთობა გქონდეთ ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან. არ იღელვოთ, რომ ამას დისტანციური სახე ექნება. მთავარია, ისაუბროთ თქვენს გრძნობებსა და ემოციებზე, მიიღოთ უკუკავშირი და თავი მარტო არ იგრძნოთ.
ზედმეტი წონა
ზედმეტი წონა სახლში ყოფნის ლოგიკური შედეგია. ხანგრძლივად სახლში ყოფნის დროს ადამიანი უფრო დუნდება, მიდრეკილი ხდება ძილიანობისკენ, სტრესი მადის გაძლიერებას იწვევს, ჩნდება მეტი მოთხოვნილება ტკბილეულზე, ქვეითდება ფიზიკური აქტივობა და საბოლოოდ მივდივართ წონის მატებასთან. ნუტრიციოლოგები გვირჩევენ, რომ მადას არ ავყვეთ და კვების რეჟიმი მაქსიმალურად ვაკონტროლოთ. ფიზიკური აქტივობის კლებასთან ერთად სასურველია შევამციროთ დღიურად მისაღები კალორიების რაოდენობაც. მივიღოთ მეტი ხილი და ბოსტნეული, მოვერიდოთ ტკბილეულსა და ცომეულს. იხილეთ სრულად