როგორია COVID-19-ის სხვა უჩვეულო სიმპტომები

როგორია COVID-19-ის სხვა უჩვეულო სიმპტომები
COVID-19-ით დასნებოვნებისას, გარდა ტემპერატურისა, ყნოსვისა და გემოს დაკარგვისა, ადამიანს შეიძლება აღენიშნებოდეს სხვა სიმპტომებიც. კერძოდ: წელისა და ზურგის არეში ტკივილი და კანის მგრძნობელობის მომატება.

ხშირად ზურგის, წელის, კუნთების ტკივილი ის ნიშანია, რომელიც ადამიანმა კორონავირუსულ ინფექციას არც კი დაუკავშიროს. ეს სიმპტომი არ წარმოადგენს აუცილებელ და სპეციფიკურს, თუმცა ზოგჯერ შეიძლება აღინიშნოს. ზოგიერთ პაციენტს ასევე შეიძლება აღენიშნოს კანის მომატებული მგრძნობელობა COVID-19-ით დასნებოვნებისას. ორივე ეს სიმპტომი შეიძლება მეტყველებდეს არა მარტო კორონავირუსზე, არამედ სხვა ვირუსულ დაავადებაზეც.

კორონავირუსის ყველაზე საყურადღებო და საშიში
სიმპტომი რესპირატორული დაავადების სხვა სიმპტომებთან ერთად ქოშინის გამოვლინებაა. ამ სიმპტომის გამოვლენისას, საჭიროა ექიმის ჩარევა.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის დროს COVID-19-ზე ყველაზე ხშირად მიუთითებს რესპირატორული სიმპტომებისა და ყნოსვის დაკარგვის ერთობლიობა. თუმცა, კლინიკური ნიშნების ამგვარი კომბინაცია სხვა დაავადებების დროსაც გვხვდება.

იხილეთ: COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინამ დაამტკიცა თავისი უსაფრთხოება და ეფექტურობა


ლალი ჩხიკვაძე

წყარო: mkurnali.ge
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93