"თუკი ვირუსი განაგრძობს მუტაციას, აღარ დაექვემდებარება ვაქცინას" - კორონავირუსის ახალი შტამი ბრიტანეთში

"თუკი ვირუსი განაგრძობს მუტაციას, აღარ დაექვემდებარება ვაქცინას" - კორონავირუსის ახალი შტამი ბრიტანეთში
კორონავირუსი დიდ ბრიტანეთში, ახალი შტამის გავრცელებით, სიახლეების სათავეში მოექცა. კოვიდ 19-ის ახალი ვირუსი სწორედ გაერთიანებულ სამეფოში დაფიქსირდა. ახლა ევროპას ახალი საზრუნავი გამოუჩნდა ვირუსთან გამკლავების კუთხით.
მთავარი კითხვა იმაში მდგომარეობს, რომ ნისლიანი ალბიონი რამდენად გაუმკლავდება ახალ ვირუსს. ასევე, რამდენად სწრაფად გავრცელდება შტამი მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
New Covid strain: How worried should we be? - BBC News

კორონავირუსი დიდ ბრიტანეთში

  • რა არის ცნობილი ახალ შტამზე? პირველ რიგში, ის ძალიან სწრაფად ვრცელდება, ვიდრე მისი წინამორბედი ვირუსი. მეორე მხრივ, უფრო საშიშია ჯანმრთელობისთვის და რთულად გადასატანი. ამასთანავე, გაურკვეველია, რამდენად გაუმკლავდება უკვე არსებული
    კორონავირუსის ვაქცინა ახალ შტამს.
  • უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი მუტაცია შესამჩნევი იყო სხვა ქვეყნებშიც: დანიაში, ავსტრალიასა და ნიდერლანდებში. ქვეყნებმა უკვე აკრძალეს დიდ ბრიტანეთთან მიმოსვლა. ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს მაქსიმალურად შეზღუდოს ვირუსის გავრცელება. ბრიტანეთის მოქალაქეების მიღებაზე უკვე უარი განაცხადა ბელგიამ, იტალიამ, გერმანიამ და საფრანგეთმა. სამწუხაროდ, არ არის ცნობილი, რა ვადით შენარჩუნდება არსებული შეზღუდვა. თავად დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ მაქსიმალურად გაამკაცრა საკარანტინო შეზღუდვები ლონდონის ჩათვლით. სწორედ დედაქალაქში იყო აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი შტამი. მართალია, ქალაქის მერმა სადიკ ჰანმა აღნიშნა, რომ კარანტინი ბევრად ადრე უნდა შემოეღოთ, რაშიც ამჟამად ბევრი ეთანხმება, ვინაიდან სწორედ სექტემბერში დაფიქსირდა ვირუსის პირველი მუტაცია.
Covid-19 could affect cities for years. Here are 4 ways they're coping now.  | Opinion | Eco-Business | Asia Pacific

კორონავირუსის ახალი შტამი

  • არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ კორონავირუსის მუტაცია ნორმალური მდგომარეობაა. მეცნიერების აზრით, მთავარია, პირველი მუტაცია დეტალურად იქნეს შესწავლილი იმისათვის რომ გავიგოთ, თუ რასთან გვაქვს საქმე. ამჟამად ჯანმოს საერთაშორისო ორგანიზაცია მუდმივ კონტაქტზეა დიდ ბრიტანეთთან. მუტაციის დეტალები სახელმწიფომ უკვე გადასცა. ჯერჯერობით ბევრი კითხვა პასუხგაუცემელი რჩება და მხოლოდ ვარაუდებს ეყრდნობა. მაგალითად, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის განცხადებით, ახალი შტამი 70%-ით უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა ამ ეტაპზე მეცნიერები შეფასებებისგან თავს იკავებენ.
  • ამასთანავე, არის იმის საშიშროება, რომ ანტისხეულის გამომუშავების შედეგად ვირუსი მუტაციას განაგრძობს. გლაზგოს უნივერსიტეტის პროფესორი დევიდ რობერტსონი აცხადებს: "თუკი ვირუსი განაგრძობს მუტაციას, დიდი ალბათობით, ახალი შტამები გაჩნდება, რაც აღარ ექვემდებარება ვაქცინას". ეს იმას ნიშნავს, რომ ვაქცინა მუდმივად უნდა განახლდეს და მოდიფიცირდეს. მართალია, სიახლე დამამშვიდებელი არ არის, თუმცა არც ეს შეხედულებაა ოფიციალურად გამყარებული მეცნიერების მხრიდან, ჩვენ კი უკეთესის იმედი უნდა გვქონდეს და მოვუფრთხილდეთ საკუთარ ჯანმრთელობას.
ამ რთულ პერიოდში კი ჩვენი რედაქცია გისურვებთ სიძლიერესა და მოთმინებას. კარგად გამოიძინეთ, ჯანსაღად იკვებეთ, დაკავდით აქტიური ცხოვრების წესით, მოუფრთხილდით საკუთარ თავსა და ოჯახის წევრების ჯანმრთელობას!
What scientists know about the coronavirus variant spreading in the U.K.

წყარო: takprosto.cc
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93