ონკოუროლოგიური პაციენტებისთვის გურამ ქარაზანაშვილის უროლოგიურ ჰაბში მნიშვნელოვანი სიახლეა!
MMT-ჰოსპიტალი (Modern Medical Technologies), თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების ეს მოწინავე ცენტრი, აგრძელებს თავის კურსს - ყველაზე დახვეწილი, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიები, მკურნალობის ინოვაციური მეთოდები პაციენტთა სამსახურში! - და თებერვლის თვიდან კიდევ ერთ საინტერესო და მეტად მნიშვნელოვან სიახლეს სთავაზობს პროსტატის კიბოთი დაავადებულ პაციენტებს!
რუთ-ით - რობოტული ულტრაბგერითი თერაპიით მკურნალობა საქართველოშიც იქნება შესაძლებელი!
ბოლო პერიოდში პროსტატის კიბოს მკურნალობის მეთოდები მეტად დაიხვეწა. არაერთი ახალი მეთოდიც გაჩნდა, რომელთა შორის ერთ-ერთია რუთ-ი (HIFU) - რობოტული ულტრაბგერითი თერაპია.
რუთ-ი პრაქტიკულად მაღალინტენსიური ფოკუსირებული ულტრაბგერითი აბლაციაა, რომელიც პროსტატის სიმსივნის ლოკალურად დესტრუქციას გულისხმობს; წინამდებარე ჯირკვლის პათოლოგიურ წარმონაქმნზე მაღალინტენსიური ულტრაბგერითი ტალღების ზემოქმედება იწვევს ქსოვილთა გათბობა-გაცხელებას 85-100 0C-მდე და შლის სიმსივნეს.
თერაპია ტარდება სპეციალური მოწყობილობით, ე.წ რობოტით, რომელსაც ექიმი-უროლოგი მართავს და ულტრაბგერითი ტალღების ფოკუსირებას სასურველ, კონკრეტულ უბანში, მიზანმიმართულად და ლოკალურად მიმართავს. ულტრაბგერითი ტალღების ზემოქმედებას აძლიერებს აკუსტიკური ლინზა, რომელიც მაღალინტენსიურ ტალღებს ერთ კონად კრებს. სითბური ენერგიის გამომუშავება უშუალოდ ულტრაბგერითი ტალღების კონცენტრაციის ცენტრში ხდება, ისე, რომ ირგვლივ მდებარე ჯანმრთელი ქსოვილები არ ზიანდება.
მოწყობილობას გააჩნია სპეციალური გამაგრილებელი სისტემა, რომელიც მიმდებარე სტრუქტურებისა და ქსოვილების (უპირველესად, სწორი ნაწლავის) გადახურებისაგან დაცვას უზრუნველყოფს.
მკურნალობის პროცესში სფინქტერი არ ზიანდება. აქედან გამომდინარე, შარდის შეუკავებლობის, როგორც გართულების განვითარების ალბათობა ნულამდეა დაყვანილი. წინამდებარე ჯირკვალში სიმსივნური კერის ლოკალიზაციის მიუხედავად, პრაქტიკულად სრულად ნარჩუნდება პოტენციაზე პასუხისმგებელი ნერვებიც, რის გამოც არ იქმნება იმპოტენციის განვითარების საშიშროება. ულტრაბგერითი თერაპიით მკურნალობისას სრულად ნარჩუნდება პროსტატის ყველა ფუნქცია, მათ შორის, თესლდანთხევისაც.
მაღალინტენსიურ ფოკუსირებულ ულტრაბგერით აბლაციას დიდი უპირატესობები აქვს:
რუთ-ის გამოყენება ნაჩვენებია პროსტატის კიბოს ადრეულ სტადიებზე (T1-T2), ოპერაციული ჩარევისა და სხივური თერაპიის შემდეგ განვითარებული რეციდივის დროს; ასევე იმ პაციენტებთან, რომლებთანაც სხვადასხვა მიზეზით (თანმხლები მძიმე პათოლოგიები, 70 წელზე მეტი ასაკი და ა. შ.) მკურნალობის ტრადიციული მეთოდების გამოყენება უკუნაჩვენებია.
რობოტული ულტრაბგერითი თერაპია არ გამოიყენება წინამდებარე ჯირკვლის დიდი ზომების შემთხვევაში, როდესაც პროსტატის მოცულობა 40 სმ³-ს აღემატება. ასეთ დროს რეკომენდებულია ჯერ პროსტატის ზომაში შემცირება, ტრანსურეთრული რეზექციით (ე.წ. ტურით) ან ლაზერული ენუკლეაციით. მეთოდი უკუნაჩვენებია იმ პაციენტებისთვისაც, რომლებსაც სწორ ნაწლავზე აქვთ ოპერაცია ჩატარებული, რადგან აბლაციის დროს ოპერირებული ნაწლავის კედლის გახეთქვისა და ფისტულების განვითარების საშიშროება იქმნება.
რუთ-ი მცირეინვაზიური პროცედურაა. ტარდება სპინალური ანესთეზიით. აქედან გამომდინარე, ის მამაკაცებს გაცილებით იოლად გადააქვთ, ვიდრე სხივური თერაპია ან ოპერაციული ჩარევა. მაღალინტენსიური ფოკუსირებული ულტრაბგერითი აბლაცია მკურნალობის შედარებით ახალი მეთოდია, რომელიც 2000 წლიდან გამოიყენება და სადღეისოდ უკვე ბევრ ქვეყანაშია დანერგილი პროსტატის კიბოს ადრეულ სტადიებზე სამკურნალოდ.
ის ოფიციალურად არის აღიარებული და ნებადართული აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) მიერ.
11 თებერვალს, MMT-ჰოსპიტალში პროფესორი, უროლოგი გურამ ქარაზანაშვილი, გერმანელ კოლეგასთან ერთად, პირველად ჩაატარებს პროსტატის კიბოს ფოკუსირებულ ულტრაბგერით აბლაციას!
MMT-ჰოსპიტალი – ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიებით და მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტებული
კლინიკა საქართველოში!
R
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>