ალბათ, გსმენიათ, რომ საუზმე დღის ყველაზე მნიშვნელოვანი კვებაა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს უკვე ბევრი მკვლევარი მიიჩნევს ამას მითად, უამრავი ადამიანი საუზმობს ყოველდღიურად. საუზმე ეხმარება ორგანიზმს, აღიდგინოს ღამის განმავლობაში დაკარგული ენერგია, თუმცა არაჯანსაღი საუზმის მიღება შეიძლება ბევრად უარესი იყოს, ვიდრე მისი საერთოდ გამოტოვება. მნიშვნელოვანია, რომ დილის კვება შეიცავდეს პროტეინსა და ჯანსაღ ცხიმებს. არსებობს პროდუქტთა ჩამონათვალი, რომელთა მიღებას საუზმეზე თავი უნდა აარიდოთ:
სმუზი
საუზმეზე მხოლოდ სმუზის მიღება შესაძლოა „შაქრის ბუკეტად“ ჩაითვალოს. თუ ბლენდერში მხოლოდ ხილს მოათავსებთ, ნაყოფის უჯრედის კედლებიდან ნატურალური შაქარი გამოიყოფა და გახდება „თავისუფალი შაქარი“, ამან კი შესაძლოა საფრთხე შეუქმნას თქვენს კბილებსა და წონას. თუკი ხილთან ერთად მოამზადებთ, მაგალითად, მცირე რაოდენობით ისპანახს, ეს ვერ შეაჩერებს შაქრის გამოყოფას. ამიტომ ეცადეთ, თქვენს სმუზში შეამციროთ ხილის რაოდენობა და უფრო ხშირად გამოიყენოთ მწვანილი.
თუკი საუზმეზე თქვენი არჩევანი სმუზია, უმჯობესი იქნება, თუკი მას დაუმატებთ მცენარეულ ცილას, რადგან ცილის გარეშე თქვენ თავს დანაყრებულად მხოლოდ მცირე ხნის განმავლობაში იგრძნობთ.
ტოსტი კარაქით
დილით ტოსტზე კარაქის გადასმა ბევრისთვის საყვარელი, მარტივი და სწრაფი პროცესია, თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ სინამდვილეში ეს ჯანსაღი საუზმე არ არის ორი მიზეზის გამო:
1. პურის უმეტესობა დამზადებულია გადამუშავებული მარცვლეულისგან და დაცლილია სასარგებლო ნივთიერებებისგან. მას შეუძლია გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის ზრდა, ხოლო შაქრის დონის ზრდა მადის გამძაფრებას იწვევს. შესაბამისად, თქვენ მიიღებთ უფრო მეტ საკვებს დღის განმავლობაში, რამაც შესაძლოა წონის პრობლემები შეგიქმნათ.
2. კარაქთა უმეტესობა შეიცავს ტრანსცხიმებს, რომლებიც ყველაზე არაჯანსაღი ცხიმია, რაც შეიძლება ადამიანმა მიიღოს.
მიუხედავად იმისა, რომ კვლევების მიხედვით, გაჯერებული ცხიმები ზიანს არ აყენებს ორგანიზმს, არსებობს უამრავი მტკიცებულება, რომ ტრანსცხიმები მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს ადამიანისთვის.
ხილის წვენი
თუკი გსურთ თავიდან აიცილოთ შიმშილის შეგრძნება, წონის მატება და ქრონიკული დაავადებები, ხილის წვენი საუზმეზე ყველაზე ცუდი არჩევანია. 100%-ით ხილის წვენიც კი შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს. მათი რეგულარული გამოყენება იმავე რისკის მატარებელია, რისიც, მაგალითად, გამაგრილებელი გაზიანი სასმელები.
ხილის წვენის დილით მიღებისას ორგანიზმში შაქრის დონე საგრძნობლად იწევს, რადგან იგი არ შეიცავს ცხიმებს, რაც მის შეწოვას შეანელებდა. ამ მდგომარეობამ კი შესაძლოა გამოიწვიოს დაღლილობა, შიმშილი და დისკომფორტი.
იხილეთ სრულად