ნიორი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია სამკურნალო პროდუქტებს შორის.
რაც შეეხება გულის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ასპექტებს, ნიორს შეუძლია შეამციროს მაღალი არტერიული წნევა და ქოლესტერინი დაარეგულიროს.
ის ეხმარება ადამიანს, რომ თავიდან აიცილოს კორონარული არტერიის დაავადება, გულის შეტევა და დადებითად მოქმედებს მაშინაც, თუ ათეროსკლეროზის წარმოქმნის საშიშროებაა.
ნიორი ასევე სასარგებლოა ჯანმრთელობის ისეთი ყოველდღიური პრობლემების დროს, როგორიცაა თივისმიერი ცხელება, დიარეა, გაციება და გრიპი, მწერების ნაკბენები და სოკოვანი ინფექციები.
უფრო მეტიც, ნივრის რეგულარული მიღება დაგეხმარებათ ოსტეოართრიტის, დიაბეტისა და პროსტატასთან დაკავშირებული პრობლემების სიმპტომების მართვაში.
ნიორი ასევე ხელს უწყობს თქვენი იმუნური სისტემის გაძლიერებას და ტოქსინების გამოდევნას. ჯანჯაფილთან და ხახვთან ერთად მიღების შემთხვევაში კი დეტოქსიკაციაშიც დაგეხმარებათ.
როგორ გამოვიყენოთ ნიორი.
ნიორს უფრო ხშირად მიირთმევენ ნედლად, თუ სურთ, რომ მისი თვისებები სრულად გამოიყენონ. ეს იმიტომ, რომ მის აქტიური ინგრედიენტებს სითბო ვნებს.
საუკეთესო შედეგის მისაღწევად გახეხეთ და დაჭყლიტეთ ერთი კბილი ნიორი და მიიღეთ, ჭამამდე 15 წუთით ადრე.
უნდა მიირთვათ ცარიელ კუჭზე, რადგან როდესაც თქვენი კუჭი საკვებითაა სავსე, სხეულის შეიძლება გაუჭირდეს ყველა საკვები ნივთიერების დამუშავება და ათვისება.
თქვენი კვების რაციონში ნედლი ნივრის დამატების შესანიშნავი გზაა მისი თაფლთან შერევა:
- აიღეთ 2-3 კბილი ნიორი და დაჭერით პატარა ნაჭრებად.
- შეურიეთ 1 კოვზ თაფლს.
- მიირთვით ეს ნაზავი ყოველდღე და თავს უფრო ენერგიულად და ჯანმრთელად იგრძნობთ, რაც მთელი კვირის განმავლობაში გაგყვებათ.
როგორ მოვამზადოთ ნივრის სიროფი, რომელიც გრიპის დროსაა კარგი.
რჩევა: გთხოვთ, გამოიყენოთ ხელთათმანები, თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ და შეეცადეთ არ მიიტანოთ ხელი თვალებთან, რადგან თავიდან აიცილოთ შესაძლო გამონაყარი და წვის შეგრძნება.
შემადგენლობა:
ნახევარი ხახვი (მოყვითალო)
5 კბილი ნიორი
2 წითელი ჩილი წიწაკა
1 ს.კ. ლ ჯანჯაფილი
წვენი, რომელსაც ერთი ლიმნიდან მიიღებთ
ვაშლის ძმარი
მომზადების ინსტრუქცია:
- თქვენ დაგჭირდებათ 350 მლ-500 მლ ქილა, რომელიც დაჭრილი ხახვით უნდა აავსოთ.
- დაამატეთ დაჭრილი ნიორი.
- შემდეგ წვრილად დაჭრილი ჩილი წიწაკა.
- ამის შემდეგ ვამატებთ დაჭრილ კოჭას.
- გამოწურეთ ლიმონი ცალკე ჯამში, მოაცილეთ წიპწები და დაასხით წვენი ქილაში არსებულ შიგთავსს.
- დაბოლოს, აავსეთ ქილა ვაშლის ძმრით, ისე რომ ბოლომდე არ აივსოს. ვტოვებთ დაახლოებით 1 სანტიმეტრს.
თავსახური მჭიდროდ დაახურეთ ქილას და დატოვეთ საკუჭნაოში.
ყელის ტკივილის, გაციების და გრიპის სამკურნალო სიროფი დასალევად უკვე მზადაა!