უდიდესი მითი, რომ აკნე გარდატეხის ასაკის პრობლემაა და თინეიჯერობის შემდეგ თავად გაივლის, დამსხვრეულია. აღნიშნულ მითს საფუძვლად უდევს ფაქტი, რომ აკნე უმეტესად ჰორმონალური ფონის ცვლილებას, კერძოდ კი, სასქესო ჰორმონების, ანდროგენების მატებას უკავშირდება. თუმცა ჰორმონალური ცვლილებები მხოლოდ გარდატეხის ასაკში არ ხდება აქტუალური. ამ პრობლემამ ნებისმიერ ასაკში შეიძლება შეაწუხოს ქალიცა და მამაკაციც.
აკნე კანის ცხიმოვანი ჯირკვლების ანთებითი დაავადებაა, რომლის გამომწვევი მიზეზი ჰორმონალურ დისბალანსთან ერთად შეიძლება იყოს: გენეტიკური განწყობა, კუჭ-ნაწლავის პრობლემები, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, არასწორად შერჩეული კანის მოვლისა და კოსმეტიკური საშუალებები და არასაკმარისი ჰიგიენა.
აკნეს გამონაყარი, ძირითადად, ლოკალიზებულია იმ ადგილებში, სადაც განთავსებულია ცხიმოვანი ჯირკვლები. ესენია: სახე, გულ-მკერდის არე, ზურგის არე და მხრები. სწორი მკურნალობის შემთხვევაში გამონაყარი უკვალოდ ქრება. თუმცა არასწორი მიდგომისა და ზედმეტი მექანიკური ჩარევის გამო, შესაძლოა, წარმოიშვას აკნეს უფრო რთული ფორმა და კანზე ლაქები დარჩეს. მიუხედავად იმისა, რომ 21-ე საუკუნეში კანის მოვლის უამრავი საშუალება არსებობს, აკნეს გართულებული ფორმით პაციენტების თითქმის 60% იტანჯება.
მის მკურნალობაში კიდევ ერთი დიდი სირთულე არის ის, რომ მიღებული შედეგი ცოტა ხანი გრძელდება და აკნე მოუგვარებელ პრობლემად მიაჩნიათ. ესეც არასწორი მკურნალობითაა გამოწვეული, რადგან ამ დროს მკურნალობენ შედეგს და არა მიზეზს, ანუ უშუალოდ გამონაყარს და არა მის გამომწვევ მიზეზს.
როგორც წესი, აკნეს ჰორმონალური და/ან კანის მოვლის ადგილობრივი საშუალებებით მკურნალობენ. რეალურად კი კანის პრობლემების გამომწვევ მიზეზებს შორის უდიდესი ადგილი კუჭ-ნაწლავის დაავადებებს უკავია. კუჭ-ნაწლავის პრობლემები საკმაოდ მრავალფეროვანია და მათი დიაგნოსტიკის გზებიც განსხვავდება. ამიტომ მათთვის, ვისაც აკნე მოუგვარებელი პრობლემა ჰგონია ან მათ, ვინც უბრალოდ ახლა იწყებს მკურნალობას, ოპტიმალურია, ჩაიტაროს ჰემოსკანირება. ეს არის სისხლის „ცოცხალი“ წვეთის შესწავლა მიკროსკოპში 2 500-ჯერ გადიდებით. ანალიზის შედეგად სისხლში 20-მდე პარამეტრის შემოწმება ხდება. მათ შორისაა კუჭ-ნაწლავის ის პრობლემები, რომლებიც კანზე აკნეს იწვევს. ექიმი ლიკა ლაზარიაშვილი, რომელიც წლებია ჰემოსკანირებას კლინიკა "მოლისანში" აკეთებს, აღნიშნავს, რომ ეს პროცედურა საშუალებას გვაძლევს დავათვალიეროთ, მიმოვიხილოთ, ორგანიზმში რა მდგომარეობაა, რას შეეძლო მიეცა პროვოცირება აღნიშნული დაავადების გამოვლენისთვის და ხელი შეეწყო მის წინა პლანზე წამოწევას, გამწვავებას. მაგალითად, შესაძლოა იყოს ერითროციტების პათოლოგიური მდგომარეობა: ეხინოციტოზი 30%-40%-ით მეტად წარმოდგენილი, არასრულფასოვანი კუჭ-ნაწლავური სისტემა, პარაზიტები ორგანიზმში, ყაბზობა, დისბაქტერიოზი, რაც ხელს უწყობს აკნეს ჩამოყალიბება-განვითარებას.
ერთი მხრივ, კუჭ-ნაწლავის დაავადებები იწვევს აკნეს, თუმცა მეორე საკითხია, რომ კუჭ-ნაწლავის პრობლემები ხელს უშლის სხვა მიზეზით გამოწვეული აკნეს მკურნალობასაც. მაგალითად, თუ გვაქვს შეკრულობა, მიღებული პრეპარატის, პირობითად, ჰორმონალური მედიკამენტის შეწოვა ვერ მოხდება. სანაცვლოდ ორგანიზმში გროვდება ტოქსინები, რაც ღვიძლისთვის მეტად მავნებელია. ასეთ შემთხვევებში აკნეს მკურნალობისას მხოლოდ ხანმოკლე და სუსტი შედეგის მიღებაა შესაძლებელი.
სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ აკნე მოუგვარებელ პრობლემად მიაჩნიათ. მისი მკურნალობის პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული. საწყის ეტაპზე უნდა ჩატარდეს ჰემოსკანირება, დადგინდეს შესაძლო გამომწვევი მიზეზი. უნდა შევამოწმოთ, რამდენად გამართულად მუშაობს კუჭ-ნაწლავის სისტემა და ორგანიზმი გასაწმენდი ხომ არ არის ტოქსინებისა და პარაზიტებისგან. თუ ეს უკანასკნელი ფიქსირდება, მაშინ ჯერ მისი მკურნალობა უნდა მოხდეს, რომ უშუალოდ აკნეს საწინააღმდეგო პრეპარატები ორგანიზმმა სათანადოდ შეიწოვოს და უარესი შედეგი არ მივიღოთ. როდესაც ეს პრობლემა მოგვარდება, მკურნალობა გახდება ეფექტური და დარწმუნდებით, რომ აკნე განუკურნებელი დაავადება სულაც არაა.
აკნეს მკურნალობას სპეციალური კვებითაც შეგიძლიათ დაეხმაროთ. დადგენილია, რომ გარკვეული პროდუქტები ხელს უწყობს მის პროვოცირებას. თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ არსებობს პროდუქტებიც, რომლებიც ხელს უწყობს გამონაყარის ალაგებას და კანის გასუფთავებას. ესენია: ავოკადო, შვრია, ბროკოლი, ლეღვი, კალმახი, ყავისფერი ბრინჯი, გოგრის თესლი, ხამანწკები და შავი შოკოლადი.