ერტებრო-ბაზილარული არტერიული სინდრომი წარმოადგენს პათოლოგიურ სიმპტომოკომპლექსს, რომელიც თავის ტვინის ფუნქციონირებაზე
აისახება ხერხემლისა და ბაზილარულ არტერიებში სისხლის მიმოქცევის დარღევის გამო. ვერტებრობაზილაური უკმარისობა თანდაყოლილიც შეიძლება იყოს და შეძენილიც. თანდაყოლილის მიზეზი მუცლადყოფნის ან მშობიარობის დროს მიღებული ტრავმები და ანომალიებია. შეძენილი ფორმის მიზეზები კი არის ისეთი პათოლოგიები, რომლებიც არღვევს სისხლის ნორმალურ გადინებას თავის ტვინისკენ მიმავალ არტერიებში. ეს პათოლოგიებია:
ხერხემლის კისრის ნაწილის ტრავმები ან ოსტეოქონდროზი
თავის ტვინისკენ მიმავალი სისხლძარღვების ათეროსკლეროზი
ხერხემლის ან ბაზალური არტერიის თრომბოზი
ჰიპერტონული დაავადება
ვერტებრო-ბაზილარული არტერიების შიგნითა კედლის აშრევება
შაქრიანი დიაბეტი
სისხლძარღვთა განვითარების ანომალიები
ამ სინდრომის გამომწვევი მიზეზი ხშირ შემთხვევაში კისრის ოსტეოქონდროზია.
ვერტებრობაზილარული სინდრომის დროს პაციენტები უჩივიან:
- ყურების შუილს,
- თავის ტკივილს, რომელიც უმთავრესად კეფის მიდამოშია ლოკალიზებული,
- გარემომცველი საგნების ბრუნვის შეგრძნებას,
- იშვიათად - საკუთარი სხეულის გადაქანების შეგრძნებას,
- თვალწინ "მუქი ფირების" არსებობას.
იხილეთ სრულად <div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>