რა სიმპტომების შემთხვევაში უნდა მიმართოს ვაქცინირებულმა სამედიცინო დაწესებულებას - გიორგი ღოღობერიძე

რა სიმპტომების შემთხვევაში უნდა მიმართოს ვაქცინირებულმა სამედიცინო დაწესებულებას - გიორგი ღოღობერიძე
„ვაქცინით გამოწვეული პროთრომბოზური თრომბოციტოპენია არის დაავადება, რომელიც „ასტრაზენეკათი“ ასევე, კომპანია Johnson & Johnson-ის ვაქცინაციას ახლავს“, - განაცხადა ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ სოციალურ ქსელში ჩართვისას.

ექიმის თქმით, მთელ მსოფლიოში სამწუხაროდ საქართველო იყო ის ქვეყანა, სადაც ანაფილაქსიური შოკით ადამიანი გარდაიცვალა.

მისივე თქმით, თუ მოქალაქე გართულებების შესახებ ინფორმირებული იქნება, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება გარდაცვალების რისკი მინიმუმამდეც კი შემცირდეს.

გიორგი ღოღობერიძემ ისაუბრა იმ ფაქტორებზე, რის გამოც ვაქცინირებულმა ადამიანმა სამედიცინო დაწესებულებას დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს.

„ვაქცინაციიდან 4 დღის შემდეგ თუ გექნებათ თავის
ტკივილი და ის არ გიმსუბუქდებათ, ტკივილი უფრო და უფრო მძიმდება, რადგან თავის ქალადან სისხლი ვერ გამოდის, სისხლის შეგუბება ხდება, ქალის შიდა წნევა იზრდება.

თუ გექნებათ მუცლის მწვავე ტკივილი, ტკივილი გულმკერდში და სუნთქვის გაძნელება. ასევე, გექნებათ ფეხის გალურჯება, ესაა ის ნიშნები, როდესაც დაუყოვნებლივ მიქრიხართ კლინიკაში. თუ არ მიხვალთ, გარდაცვალების ალბათობა ძალიან მაღალია. კლინიკაში ეტყვით, ვაქცინა რამდენი დღის წინ გაიკეთეთ და გაქვთ ასეთი მდგომარეობა. უნდა უთხრათ, რომ არ გადაგისხან ჰეპარინი და არ გამოიყენონ თრომბოციტები. ამ ორის გარდა უნდა გამოიყენონ სხვა მედიკამენტები. ასევე, აუცილებლად უნდა იყოს მოძიებული ინტრავენური იმუნოგლობულინი“, - განაცხადა ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ.



FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93