რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას სექტემბრის შუა რიცხვებიდან ბავშვებისთვის გეგმავენ.
რუსული მედიის ცნობით, ვაქცინას ექნება ასაკობრივი ზღვარი და მისი გაკეთება არ შეიძლება მცირეწლოვან ბავშვებში.
ბავშვებს რვა წლიდან შეუძლიათ აიცრან ინტრანაზური მეთოდით, რაც გულისხმობს ვაქცინის ცხვირში ჩასხმას.
როგორც რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის კვლევითი ცენტრის დირექტორი ალექსანდრე გინსბურგი ამბობს, ეს მეთოდი ძალიან კარგად იცავს და შედარებით უსაფრთხოც არის ბავშვებისთვის.