თინათინ მაჭავარიანს, იგივე თის, საზოგადოება, განსაკუთრებით კი სოციალური ქსელის მომხმარებლები კარგად იცნობენ. ის ცნობილი ბლოგერი და ინფლუენსერია, რომელიც პოპულარული TikTok-ის საშუალებით გახდა. თი მაჭავარიანი განსაკუთრებით აქტიურია „ინსტაგრამზე“, სადაც გამომწერებს საკუთარ ყოველდღიურობას ხშირად უზიარებს.
ამჯერად თი მაჭავარიანი „ინსტაგრამსთორის“ საშუალებით გამომწერებს არცთუ სასიამოვნო სიახლეს აწვდის - როგორც აღმოჩნდა, მას კორონავირუსი დაუდასტურდა: „გუშინ ღამით დამიდასტურდა კოვიდი, თუმცა სანამ დამიდასტურდებოდა, მანამდეც ვიცოდი, რომ მქონდა. გუშინ, მთელი დღის განმავლობაში, ცუდად ვიყავი, მქონდა სიცხე, ვახველებდი, სამი დღის მანძილზე ვიყავი კონტაქტი იმ ადამიანის, რომელსაც ასევე დაუდასტურდა ვირუსი ორი დღის წინ. ვისთანაც კოტაქტი მქონდა, ვეცადე, რომ ყველასთვის მიმეწერა და ვისაც ვერ მივწერე, ბოდიშს გიხდით. რაც შეეხება სიმპტომებს, კარგად არ ვარ, თუმცა არც ძალიან ცუდად ვარ. ღამით არ მძინებია საერთოდ, ყველაფერი მტკიოდა, სახსრები, ძვლები, კუნთები, სიცხეც მქონდა, თავის ტკივილი არის აუტანელი. ამის გარდა, ხველა, უმადობა, სუნთქვის გაძნელება... ამ 12 დღის მანძილზე მომიწევს სახლში ყოფნა, რაც არის კატასტროფის ტოლფასი ჩემთვის, წარმოუდგენელი მგონია. ვაპირებ, რომ რაღაცები ავანაზღაურო, თუ კარგად ვიგრძნობ თავს, მინდა, რომ „ლაივიც“ მოვასწრო. თქვენც მომწერეთ იდეები, რა შეიძლება გავაკეთო ამ პერიოდში“ - ამბობს თი მაჭავარიანი.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>