SOS!! მელანომა - მზის სიკეთემ ავთვისებიანი სიმსივნე რომ არ გამოიწვიოს...
SOS!! მელანომა - მზის სიკეთემ ავთვისებიანი სიმსივნე რომ არ გამოიწვიოს...
ზაფხულის სეზონი აქტიურ ფაზაში შევიდა და სულ უფრო აქტუალური გახდა გარუჯვა.

ქალბატონები საათების განმავლობაში ვაფიცხებთ სხეულს მზის სხივებს, რათა მივიღოთ ნამზეურის სასურველი ფერი, მაგრამ ნაკლებად ვფიქრობთ იმაზე, რომ ამ ეგზოტიკური სილამაზის მონიჭების გარდა, მზის სხივებს საკმაოდ დიდი ზიანის მიყენებაც შეუძლია ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

ერთ-ერთი უარყოფითი გავლენა, რაზეც ულტრაიისფერმა სხივებმა შეიძლება იქონიოს, კეთილთვისებიანი ხალია, რომელიც შესაძლოა გადაგვარდეს და ავთვისებიან სიმსივნედ - მელანომად გადაიქცეს...

ამ თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, გთავაზობთ მოკლე ინფორმაციას ხალისა და კანის კიბოს - მელანომის შესახებ.

ხალი - ეს არის პიგმენტური
ნევუსი, რომელიც წარმოადგენს ბრტყელ ან კანის ზედაპირიდან მეტ-ნაკლებად წამოწეულ სხვადასხვა ზომის მოყავისფრო-მოშავო ლაქებს, რომელთა ზედაპირი ძირითად შემთხვევაში გლუვია ან დაფარულია თმის ერთეული ღერებით.

ჩვეულებრივ, იგი კეთილთვისებიანი წარმონაქმნია, თუმცა განსაზღვრულ პირობებში შესაძლებელია, სახე შეიცვალოს და ერთ-ერთ ყველაზე ავთვისებიან სიმსივნედ, ე.წ. მელანომად გადაიქცეს. ამიტომ მის მიმართ განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გვმართებს.

ხალის გაავთვისებიანობის მიზეზები

ხალის გაავთვისებიანობის, ანუ მელანომის გამომწვევი ერთი კონკრეტული, ცალსახა მიზეზი არ არსებობს, თუმცა არსებობს გარკვეული გარემო ფაქტორები, რომელნიც დიდ როლს თამაშობენ ხალის გადაგვარებაში. ესენია:

ულტრაიისფერი დასხივება (მზის სხივები, სოლარიუმი), რომელიც მელანომის განვითარების ერთ-ერთ ყველაზე მეტად ხელისშემწყობ ფიზიკურ ფაქტორად მიიჩნევა. ჭარბი ულტრაიისფერი სხივები აზიანებს პიგმენტური უჯრედების ბირთვს და არღვევს მისი კვდომის პროცესს, რის შედეგადაც ხდება უჯრედების სახეცვლილება, დაჯგუფება და სიმსივნის წარმოქმნა.

ამიტომ, თუ სხეულზე ჭარბად გაქვთ ხალი, განსაკუთრებით კი, მუქი შეფერილობის და კანის ზედაპირიდან წამოწეული, კატეგორიული უარი თქვით სოლარიუმზე. ასევე, მოერიდეთ მზეზე დიდხანს ყოფნას. გამოიყენეთ მზისდამცავი საშუალებები და ეცადეთ, რომ მაქსიმალურად მოერიდოთ ნამზეურის მიღებას, რათა თავიდან აიცილოთ ხალის ასეთი არასასურველი გართულება.

ხალის მექანიკური ტრავმა

ხალისთვის მექანიკური ტრავმაც ძალზე სახიფათოა. ეს არის - ხალის გაკაწვრა, მოგლეჯა, მასზე ტანსაცმლის მუდმივი ხახუნი, სამართებლით ან სავარცხლით დაზიანება და ა.შ. ამიტომ თუ ხალი სხეულის ისეთ ადგილასაა, სადაც ხშირია მისი ტრავმირება, სასურველია, მოსცილდეს.

"გააქტიურებული" ხალის ნიშნებია:

ხალის გამკვრივება
ნახეთქების გაჩენა
ქავილისა და წვის შეგრძნება ხალის არეში
სისხლდენა
ხალის ფერის შეცვლა (გამუქება, გაღიავება)
თმის გაცვენა ხალის ზედაპირიდან
ხალის ზომის სწრაფი მატება

ამ ნიშნებიდან თუნდაც ერთის შემჩნევის შემთხვევაში აუცილებელია ონკოდერმატოლოგთან ვიზიტი. მელანომის ეფექტური მკურნალობა სწორედ მის დროულ გამოვლენაზეა დამოკიდებული.

მკურნალობა

ზოგადად, ხალი არანაირ პროფილაქტიკურ ან სამკურნალო პროცესებს არ საჭიროებს, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ:
• შეიმჩნევა გადაგვარებული ხალის ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე, თუნდაც ერთი შემთხვევა.
• განლაგებულია ისეთ ადგილას, სადაც დიდია მისი ტრავმირების ალბათობა.
• მოხვდა რადიაციის, დამწვრობის, მოყინვის ან კანის სხვადასხვა ქრონიკული გაღიზიანების არეალში.
• მიიღო მექანიკური ტრავმა.

ყველა ამ შემთხვევაში აუცილებელია

პროფილაქტიკურ-პრევენციული ზემოქმედება, რათა თავიდან იყოს აცილებული ხალის გაავთვისებიანობა.

გადაგვარებული ხალის მკურნალობის მთავარი მეთოდი მისი სრული მოცილებაა. ეს შეიძლება მოხდეს ქირურგიული ჩარევით, ლაზერით და ა.შ. მკურნალობის ტიპის შერჩევა მთლიანად პათოლოგიის სწორ დიაგნოსტიკაზეა დამოკიდებული.

ხშირად ხალს მოწვით იშორებენ, რაც ყოვლად დაუშვებელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხალი ბრტყელია. დაშვებულია მხოლოდ იმ ხალოვანი წარმონაქმნის მოწვა, რომელიც კანზეა ჩამოკიდებული. ამ შემთხვევაშიც ხდება არა ხალის, არამედ იმ მონაკვეთის ამოწვა, სადაც ხალი მდებარეობს.

ნინო ჯანიძე
ჟურნალი "და ქალი"
(გამოდის თვის დასაწყისში)
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
აი, ლიმონიანი წყლის მომზადების სწორი მეთოდი
14:36 / 17-11-2017
თუ დილით თავს ცუდად გრძნობთ და დაღლილი იღვიძებთ, ეს გახლავთ სიგნალი, რომ ორგანიზმს С ვიტამინი ესაჭიროება.
ეს ქალი ყოველ დილას თაფლიან დარიჩინს მიირთმევს. შედეგი უბრალოდ განსაცვიფრებელია!
11:02 / 17-11-2017
თაფლი და დარიჩინი - ორი უძველესი პროდუქტია, რომელსაც აიურვედა და ტრადიციული ჩინური მედიცინა დიდ პატივს სცემს. ორივე სასწაულად გემრიელი და სასარგებლოა ადამიანისთვის.
რატომ ვღეჭავ სელის თესლს მუდმივად. ეს ყველამ უნდა იცოდეს, განსაკუთრებით, 35 წელს გადაცილებულმა ქალებმა
13:16 / 14-11-2017
სელი, რომლის ლათინური სახელწოდება ჟღერს, როგორც "მეტად სასარგებლო", უძველესი დროიდან ფასდებოდა, როგორც სამკურნალო თვისებების მატარებელი მცენარე.
აიღეთ ბინტი, დაასველეთ მარილიან ხსნარში და გრიპის მკვლელი მზად არის!
13:50 / 10-11-2017
დიდი ოდენობით მარილის მოხმარება არ შეიძლება. მეტისმეტად მარილიანი კერძები ავნებს ჯანმრთელობას, იწვევს ორგანიზმში სითხის შეკავებას. მარილის სამკურნალო მიზნებისთვის გამოყენება კი, პირიქით, რეკომენდებულია.
8 რამ, რაც თქვენს ორგანიზმს დაემართება, თუკი თაფლს ყოველდღე მიირთმევთ
10:30 / 08-11-2017
ჩვენ სხვადასხვა ვიტამინზე დიდ თანხებს ვხარჯავთ, ვეძებთ იმუნიტეტის გაუმჯობესების გზებს და ხშირად ვერ ვამჩნევთ იმას, რაც ამისთვის თავად ბუნებამ გვაჩუქა. თაფლი - საოცარი პროდუქტია, რომელიც სხვადასხვა დაავადების პროფილაქტიკისა და მკურნალობის მიზნით გამოიყენება. გარდა ამისა, ამ ტკბილეულის მიღება დიაბეტით დაავადებულებსაც შეუძლიათ.
მენინგიტის 10 სიმპტომი, რომელიც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს
13:15 / 07-11-2017
ბაქტერიალური მენინგიტი - საკმაოდ იშვიათი, მაგრამ სასიკვდილოდ საშიში დაავადებაა.
კომპრესი ძლიერი ხველებისთვის ერთ საღამოში განიკურნებით!-ეფექტურია ბავშვებისთვის
11:25 / 06-11-2017
ეს მეთოდი განსაკუთრებით ბავშვებისთვისაა კარგი, რადგან მათ მდოგვის საფენებს ვერ გაუკეთებთ.
გამოსაფხიზლებელი ჩაი- თუკი უეცრად ძილი მოგერიათ
11:20 / 02-11-2017
მოვამზადოთ ჯადოსნური ჯანჯაფილის (კოჭა) ჩაი, რომელიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ნივთიერებათა ცვლას, გაგათბობთ და დაგიცავთ გაცივებისგან.
ანტიკიბოს თეფში - რა პროდუქტებით დავიცვათ თავი ონკოდაავადებებისგან
12:13 / 01-11-2017
მთავარი ანტიკარცენოგენები:1. მწვანე ჩაი; დააყენეთ 10 წუთის განმავლობაში, სვით ერთი საათის განმავლობაში. დღეში 2-3 ჭიქა.
რა საფრთხეს შეიცავს ფაროსანანაჭამი ფრინველის ხორცი ჯანმრთელობისთვის
12:20 / 31-10-2017
„სურსათის ეროვნული სააგენტო“ მოსახლეობას ურჩევს, დაკვლამდე 10 დღით ადრე ინდაურმა ან ქათამმა ფაროსანა არ ჭამოს.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30