მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი მეუღლესთან, ნიკოლოზ ნაყოფიასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიაში იმყოფება. ნანუკა გამომწერებს ხშირად უზიარებს ულამაზეს ფოტოებსა და ვიდეოკადრებს და, ასევე, დასმულ კითხვებსაც აქტიურად პასუხობს.
„ჩაწერილი ვარ, მალე მიწევს აცრა. მთელი ოჯახი ვაქცინირებული მყავს ორივე დოზით და ძალიან მშვიდად ვარ. თუ რამე გაეჭვებთ, ყოველთვის ჯობია, თავად მოიძიოთ ინფორმაცია. მე, იანვრიდან მოყოლებული, იმხელა ინფორმაცია მაქვს ამ თემაზე, რომ დისერტაციასაც დავიცავ. ისევ თქვენივე სიმშვიდისთვის, წაიკითხეთ თქვენი თვალით და უფრო ბევრს გაიგებთ“ - წერდა რამდენიმე დღის წინ ნანუკა გოგიჩაიშვილი „ინსტაგრამზე“. დღეს კი მოდელმა გამოაქვეყნა ფოტო, სადაც წერს, რომ ვაქცინა უკვე გაიკეთა და მზად არის თავგადასავლებისთვის.
ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა გამომწერების მხრიდან, რომლებმაც ნანუკასადმი კომპლიმენტები არ დაიშურეს: „ძალიან ლამაზი ორსული ხარ“, „სილამაზე და საოცრება ხარ“ - წერენ „ინსტაგრამზე“.